რამოსი:„მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ“

სერხიო რამოსმა სუპერთასის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„შარშანდელი სეზონი ტრიუმფით დავასრულეთ და იმედი გვაქვს, რომ ევროპის სუპერთასსაც მოვიგებთ და სტარტი კარგი გვექნება. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ და ყველაფერს გააკეთებენ სუპერთასის მოსაგებად.“

„ანდალუსიურ კლუბს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე სევილიელი ვარ და უდიდეს პატივს ვცემ ქომაგებს, მაგრამ ახლა მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ და ყველაფერს გავიღებ იმისათვის, რომ ტიტული აღვმართო და ესპანეთის დედაქალაქში წავიღო.“

„როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს აწერ ხელს, უნდა გაითავისო, რომ გულშემატკივარი ყოველი სეზონის ბოლოს მინიმუმ 1 ტიტულს მოგთხოვს, აქედან გამომდინარე, თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს რასთან აქვს საქმე.“

„გუნდს რამდენიმე პოზიციაზე ლიდერები აკლია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. არსებული რესურსით გამარჯვება შესაძლებელია, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გვმართებს.“

„ხესეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ზიზუს კანარელის დარჩენა სურდა, მაგრამ როდრიგესმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. დავემშვიდობე და მხოლოდ წარმატება ვუსურვე. ეს ფეხბურთია, სადაც ვერასდროს ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. შესაძლოა, ერთ დღეს მეც წავიდე მადრიდული გიგანტიდან.“

„ნაყოფიერი პრესეზონი გვქონდა, რაც კარგი სეზონის საწინდარია. თავს ფიზიკური თვალსაზრისით კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, ვიბრძოლო. შარშან გუნდს ტრავმიანობა ტანჯავდა. ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონი ამ ასპექტში გაცილებით კარგი იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 აგვისტო 2016
  • 5133
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)