ზიდანი:„ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამარჯვების გვჯერა“

ზინედინ ზიდანმა სუპერთასის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამარჯვების გვჯერა. ფეხბურთში თავიდან ყველაფერი 50-50-ზეა, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ 100%-იანი შედეგი მიიღო.“

„სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მე არ მაწუხებს. ბუნებრივია, „რეალი“ ბეილთან, კროოსთან, პეპესთან და რონალდუსთან ერთად გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა, მაგრამ ახლანდელი შემადგენლობა და შემართება ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს.“

„ევროპის ჩემპიონატმა დაღი დაგვასვა. „რეალის“ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში დასკვნით ეტაპამდე მივიდნენ, აქედან გამომდინარე, დასვენება და ფორმის აღდგენა ვერ მოასწრეს.“

„კარიმ ბენზემა ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ მოედანზე გასვლას შეძლებს. იმედი მაქვს, ფრანგი ფეხბურთელი არაფერს გაიმიზეზებს და გუნდის დახმარებას მოახერხებს.“

„ფავორიტი „რეალი“ არ არის. მერწმუნეთ, ურთულესი თამაში გველის. შემადგენლობის არყოლის გამო დაახლოებით 4-5 ფეხბურთელი შეცვლა ფაქტობრივად, არ შემიძლია.“

„სამი მატჩი გავმართეთ და საკმაოდ დიდი პროგრესი ვაჩვენეთ. კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატები ტურნემ ნამდვილად ბრწყინვალედ ჩაიარა, რაც გუნდის შედეგებზე უნდა აისახოს.“

„მარტინ ოდეგარს შესანიშნავი პრესეზონი ჰქონდა, ახლაც კლუბთან ერთად არის და ვარჯიშს განაგრძობს. სიმართლე გითხრათ, ნორვეგიელი იჯარით გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. 31 აგვისტომდე დიდი დროა დარჩენილი, ყველაფერზე შევჯერდებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივალთ გარკვეულ დასკვნამდე. გუნდში უდიდესი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ უჭირთ ახალგაზრდა ტალანტებ ფეხის მოკიდება, მაგრამ ეს დროის საკითხია.“

„ალვარო მორატა მზად არის, გამოწვევები მიიღოს და „იუვენტუსში“ მიღებული გამოცდილება „ბლანკოსში“ გამოიყენოს. „ბებერი ქალბატონი“ მნიშვნელოვანი კლუბია, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის, ვინაიდან „იუვეში“ არაერთი დასამახსოვრებელი წელი გავატარე.“

„ძალიან ძლიერი ფეხბურთელები მყავს. ამ გუნდმა სულ რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ახლა კი სუპერთასის მოგება აქვს მიზნად დასახული. დიდი გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ.“

„პოგბას „მანჩესტერში“ გადასვლას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. მე ჯერ ისიც ვერ მომიფიქრებია, სად ვათამაშო ის ნახევარმცველები, რომელიც კოლექტივში ირიცხებიან და საკმაოდ მაღალ დონეზე დგანან. აბსოლუტურად ყველა ფიგურა იმსახურებს ძირითად შემადგენლობას, ამიტომ საფიქრებელი მაქვს და იმისთვის დროს ვერ გამოვყოფ, რომ პოლ პოგბაზე ვიმსჯელო.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 აგვისტო 2016
  • 5525
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)