ზიდანი: "ხესე მიდის"

ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


შეგახსენებთ მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საინტერესო მარტო იმით იქნება, რომ კარლო ანჩელოტის ვიხილავთ რეალის წინააღმდეგ. ზიდანი ძალზედ საინტერესო თემებს შეეხო.

ბენზემა
"ამ მომენტისთვის კარიმი ვერ მიიღებს ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას რადგანაც ის არ არის სასურველ ფორმაში და გარისკვას არ ვაპირებ. მისთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ და მერწმუნეთ მალე სასურველ ფორმაში იქნება."

ტურნე
"ყველაფერი იდეალურად მიდის. ჩვენ შესანიშნავი მომზადება გავიარეთ კანადაში, ახლა კი აქ ვართ. ფეხბურთელები მაქსიმუმს ცდილობენ რათა სეზონის დაწყებამდე სასურველი ფორმა დაიბრუნონ. იდეა იმაში მდგომარეობს გუნდი უნდა გაუმჯობესდეს, მაქსიმალურად შეთამაშდეს და რაც მთავარია ფიზიკური დატვირთვები მიიღოს რათა წინ მომქანცველი სეზონი გველოდება."

ასენსიო
"ეს თემა ყველას აინტერესებს. მე ძალიან მომაწონა თავი ესპანელმა და მინდა გუნდში დარჩეს. მე მას ვესაუბრე და თავადაც სურს კოლექტივში დარჩენა. 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ."

ზეწოლა
"ეს კარგია. მე აქ დიდი ხანი გავატარე როგორც მოთამაშემ და ახლა უკვე როგორც მწვრთნელი ვდგავარ თქვენს წინაშე. ამ პერიოდის განმავლობაში სულ მოდიოდა ზეწოლა ჩემზე და არა მარტო ჩემზე მთელს გუნდზე. ეს დიდი კლუბია რომელსაც მომთხვნი გულშემატკივარი ყავს. ეჭვი არ მეპარება, რომ ურთულესი სეზონი გველის, მაგრამ მერწმუნეთ მზად ვართ ყველაფერი მოვიგოთ რაც გზად შეგვხვდება."

კარლო ანჩელოტი
"ის გენიალური ადამიანია. მე მასთან ერთად ვმუშაობდი როგორც ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში. ასევე ვიმაშუვე მის ასისტენტად და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის უბრალოდ დიდი პერსონაა დიდ ფეხბურთში. მე მას შევხვდები ძალიან თბილად და მოწიწებით ვეტყვი გამარჯობას."

ასენსიო, ხამესი და ისკო
"ამ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავს. ახლა ვერაფერს გეტყვით როდესაც მადრიდში დავბრუნდებით განვიხილავთ ყველაფერს. კიდევ ვიმეორებ აღნიშნულ პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელი გვაყვს და ყველას თამაში სურს, მაგრამ ყველაფერი მადრიდში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება".

კასტილია
"მერწმუნეთ ძალზედ მაგარი თაობა მოდის. კასტილია კარგად მუშაობს. ამ ბიჭებს ჭირდებათ კარიერული წინსვლა, მათ ეს დაიმსახურეს, მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ აქ სიჩქარე არ ივარგებს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს. მათ ბევრი ვარჯიში და მონდომება მართებთ".

ხამესი
"ის რეალის ფეხბურთელია. მას არსად წასვლა არ სურს უნდა გუნდში დარჩენა. მე ვიმედოვნებ, რომ აზრს არ შეიცვლის და ბოლომდე ჩვენთან იქნება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას დიდი ტალანტი გააჩნია რომელის 100% რეალიზება მართებს. გუნდში 25 ფეხბურთელია ამიტომ საუკეთესოები გამოვლენ მოედანზე".

ხესე
"ძალიან გულიმწყდება მაგრამ ის მიდის. მალე მადრიდში დავბრუნდებით ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინება. მან პსჟ აირჩია, ვერაფერს იტყვი მშვენიერი არჩევანია. ეს არის ადამიანი რომელმაც მთელი ცხოვრება აქ გაატარა. მინდა წარმეტებები ვუსურვო და ვინ იცის იქნებ მომავალ წელს ისევ მადრიდში ვიხილოთ". dle 10.1

  • tskito
  • 3 აგვისტო 2016
  • 6500
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)