ზიდანი:„მსურს მივმართო ხესეს ოჯახს და ვუთხრა, რომ დამშვიდნენ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კანადაში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ სერიოზული მზადება მოგვიწევს. კანადაში კიდევ 10 დღის განმავლობაში მოგვიწევს ყოფნა, სადაც ნაყოფიერი ვარჯიშები უნდა გავმართოთ. მე არ ვიცი, რა იქნება 31 აგვისტოს, როგორც იქნება დაკომპლექტებული კოლექტივი, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია. „ბლანკოსი“ სეზონს უძლიერესი შემადგენლობით უნდა შეხვდეს.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ბევრი რამ განაპირობა. აგვისტოს დასაწყისში ევროპის სუპერთასზე მოგვიწევს ბრძოლა, ასევე აღსანიშნავია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მიხარია, რომ გუნდს რესურსი აქვს, სხვაგვარად წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება. კანადაში ახალგაზრდებიც წამოვიყვანე, ვინაიდან ვთვლი, რომ მათ შანსი უნდა მიეცეთ.“

„გუნდი ჯერ-ჯერობით ვერ დაკომპლექტთა, ვინაიდან არაერთი ფიგურა გვაკლია, თუმცა კანადაში ბევრი მათგანი შემოგვიერთდება და სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას მოვახერხებთ. გზამ დაგვღალა, ახლა დასვენება და ძალების აღდგენა გვესაჭიროება.“

„ძალიან მიყვარს კანადა, აქაური ატმოსფერო, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. მადრიდის „რეალს“ აქ აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ბრწყინვალე 2 კვირა გაატაროს. ჩვენ ყველა შესაძლებლობას ამოვწურავთ.“

„მიხარია, რომ პოლ პოგბას პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს და ვამაყობ, რომ საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავს. პოლის „რეალში“ გადმოსვლა? ამ ფეხბურთელზე უარს ვერავინ იტყვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ახლა „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.“

„ალვარო მორატა არის მოთამაშე, რომელიც „რეალს“ სჭირდება და ის არსად არ წავა. „ბლანკოსი“ მორატას დიდ პატივს სცემს, ეს ფეხბურთელი ამ გუნდის აღზრდილია და განსხვავებულ სულისკვეთებას ფლობს. ეჭვი არ მეპარება, ესპანეთის ნაკრების ფორვარდთან ერთად წარმატებას მივაღწევთ. „ცხრიანი“ მალე დაგვიბრუნდება.“

„ხამეს როდრიგესი გუნდს 26 ივლისს, ლუკა მოდრიჩთან ერთად შემოუერთდება. არ ვაპირებ ახლავე ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენს ითამაშებს კოლუმბიელი და ასე შემდეგ. ამაზე ლაპარაკმა წინა სეზონში დამღალა. შანსი ყველას მიეცემა, რომელიც უნდა გამოიყენონ. ძალიან დიდი გუნდი მყავს, რომელსაც მართვა სჭირდება. ყველა ყოველთვის ვერ იასპარეზებს.“

„გასულ სეზონში ხესე არც ისე ხშირად სჩანდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭირო ფიგურა არ იყო. მსურს მივმართო როდრიგესის ოჯახს და ვუთხრა, რომ მომდევნო სეზონში შესაძლოა, გაცილებით მეტი ითამაშოს.“

„წავა თუ არა ხესე? იჯარაზე საუბარი ნამდვილად არის, მაგრამ მე მას „ბლანკოსში“ ვხედავ.“

„ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების მარცხმა ნამდვილად დამწყვიტა გული, მაგრამ ვფიქრობ, რომ „მამლებმა“ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ვამაყობ, რომ იყო დრო, როდესაც ამ კოლექტივის ღირსებას ვიცავდი და არაერთი ტიტული მოვიგე.“

„იტალია და იტალიური ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცი. ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა და პროფესიულ განვითარებაში დამეხმარა.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 ივლისი 2016
  • 9066
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)