ბოლო შანსი ბენზემას

ესპანელი მიმომხილველები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს, დეპორტივოს წინააღდეგ, ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა კვლავ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. ეს იქნება მისი კიდევ ერთი შანსი თავის გამოჩენისა, მანუელ პელეგრინი ყველანაირად ცდილობს, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა შეძლოს საკუთარი თამაშის პოვნა სამეფო კლუბში...


მას შემდეგ რაც გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო, კარიმ ბენზემას გზა გაეხსნა ძირითადი შემადგენლობისკენ, ჩილელი სპეციალისტი მას რეგულარული თამაშის საშუალებას აძლევს მაგრამ კარიმი ვერაფრით ვერ ახერხებს გოლის გატანას, მეტიც, მისი თამაში საერთოდ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

ესპანელი მიმომხილველები თვლიან, რომ ფრანგი ფორვარდი დღეს ისევ სასტარტოში იქნება, ამას გამომცემლობა "Marca"-ს მიერ გამოქვეყნებული შემადგენლობებიც მოწმობს. როგორც ჩანს ეს იქნება ბოლო შანსი ბენზემასთვის, რადგან მომავალი ტურისთვის უკვე მზად იქნება არგენტინელი ფორვარდი პიპიტა, რომელიც პელეგრინისგან ნდობის აღჭურვილი პირი გახლავთ.

ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდისთვის დღევანდელი მატჩი შესაძლოა კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყოს, რადგან თუ მან ისევ ვერ მოახერხა კარგად თამაში, თვითონვე იცის, რომ სკამისკენ მიუთითებენ, სათამაშო პრაქტიკის უქონლობა კი ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ნამდვილად დამღუპველია.

ყველა ელოდება, რომ ბენზემა დღეს გაიბრწყინებს და საკუთარი კარიერის წინსვლას შეუწყობს ხელს, თუკი ის დღეს გოლს გაიტანს, მაშინ უფრო მეტად დაიმსახურებს მანუელი ნდობას, ყველაფერი წინ არის, კარიმი თავის ბედს თვითონვე გადაწყვეტს. dle 10.1

  • Hala
  • 30 იანვარი 2010
  • 1985
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)