იოზილი: "ისეთივე ამბიციური ვარ, როგორიც რონალდო"

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, მესუთ იოზილმა საინტერესო განცხადება გააკეთა კრიშტიანო რონალდოს შესახებ.


გერმანელი ფლეიმეიკერი მესუთ იოზილი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს. ის თავის თავს ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოს ამსგავსებს და რა ასპექტში, ამას სტატიაში ნახავთ.

როგორც მოგეხსენებათ, კრიტიკოსები შემტევი სტილის ნახევარმცველს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იოზილი ზედმეტად პასიურია შეტევაში და ვერ გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ დამარგვირგვინებელ ფაზაში გერმანელი ვარსკვლავი მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს, იმისდა მიუხედავად, რომ სტატისტიკაზე მესუთის კარგი თამაში შესაძლოა არ ისახებოდეს. (თუმცა ასეც არ არის)

ყოველ შემთხვევაში, მესუთი დიდი მონდომებითა და ამბიციურობით თავს რონალდოს ამსგავსებს და საერთო თვისებებს პოულობს თავის თავსა და პორტუგალიელს შორის.

"კრიშტიანო რონალდო ძალიან ამბიციური მოთამაშეა, ისეთი, როგორიც მე" - ამბობს იოზილი L'Equipe - სთან ინტერვიუში.

"მინდორზე აბსოლიტურად სრულყოფილად ვთამაშობ. მინდა, რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებ, წარმატება მომიტანოს. იმ დროის პერიოდში, როდესაც რონალდოსთან ერთად თამაშის სიამოვნება მქონდა, მუდმივად ტიტულების მოგებით ვიყავი შეპყრობილი. მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს და მას ამ ასპექტში ნამდვილად არ ვედრები, თუმცა საგოლე გადაცემები ისეთივე მნიშვნელოვანია გუნდის თამაშში, როგორიც გოლი. მოტივირებული ვარ,რომ ვიბრძოლო, რათა ტიტულების აღმართვით დიდი სიამოვნება მივიღო" - ამბობს იოზილი
dle 10.1

  • NovaK
  • 3 ივლისი 2016
  • 2858
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)