რონალდუ: "საუკეთესო კლუბი, საუკეთესო მოთამაშეები ...

რონალდუ: "საუკეთესო კლუბი, საუკეთესო მოთამაშეები - ამიტომაც ტიტულები უნდა იყოს...


The Telegraph-ის ჟურნალისტმა კრიშტიანუ რონალდუსთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ინტერვიუ ჩაწერა.

"წარმოუდგენელია, როდესაც 3-ჯერ ხდები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. დაუჯერებელია, რომ კვლავ შევძელი და ბომბარდირი გავხდი. სწორედ ამისთვის და თასის მოგებისთვის ვმუშაობდი მთელი სეზონის მანძილზე.“

„ამის მიუხედავად, ვარ იმ აზრზე, როგორც ყოველთვის. მე-7 წელია სეზონში 50 გოლზე მეტს ვიტან, მაგრამ მსურს მეტი. უმაღლესი დონის მოთამაშე ვარ და იმედი მაქვს, კვლავ ამ დონეზე დავრჩები. მიყვარს მადრიდისთვის თამაში.“

„დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. პენალტების სერიამდე ზიდანს ვუთხარი, რომ გამარჯვების გოლის გატანა მსურდა. ვამაყობ, რომ ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგეთ.“

მახსოვს, როდესაც პირველად ჩემპიონთა ლიგა "მანჩესტერთან" მოვიგე - საოცარი საღამო იყო. 2 წლის წინაც, როდესაც "ატლეტიკოსთან" მოვიგეთ, უნიკალური დღე იყო. "რეალი" არის საუკეთესო კლუბი, რომელშიც საუკეთესო მოთამაშეები თამაშობენ, ამიტომაც ტიტულები უნდა იყოს.

არაფერი არაა შეუძლებელი. "რეალს" აქვს ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგა. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამ რეკორდის შენარჩუნება და გაუმჯობესებაც " - დაასრულა რონალდუმ. dle 10.1

  • figo001
  • 5 ივნისი 2016
  • 4986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)