ზიდანი:„ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისე დაერტყათ პენალტი, როგორც სურდათ“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბეცნიერი ვარ. აქტიურმა მუშაობ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა თასის მფლობელია.“

„სეზონის დასკვნით ეტაპზე ძალიან დიდი დატვირთვა მივიღეთ, შეხვედრებს მცირე შუალედებით ვატარებდით, მაგრამ ფიზიკურად მაინც კარგად მოვემზადეთ. მეორე დამატებით ტაიმში ფეხბურთელებს დაღლა ძალიან შეეტყოთ. ფაქტობრივად, ვერცერთი მოთამაშე ვეღარ ახერხებდა სწრაფად სირბილს, მაგრამ ეს ბუნებრივია.“

„დიახ, ოცნება ახდა! დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს, რომელმაც მომცა შანსი, რომელიც გამოვიყენე და დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში გესაუბრებით. წარმოუდგენლად რთული გზა გავიარეთ.“

„ალფრედო დი სტეფანო კლუბის ლეგენდა იყო. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო ამ საოცარ დღეს.“

„საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე ფეხბურთელის, მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის რანგში. 2 წლის წინ კარლო ანჩელოტიმ მითხრა, რომ „ბლანკოსის“ დამრიგებლის რანგში თასის მოგებას განსაკთრებულია.“

„მადრიდის „რეალი“ იყო, არის და იქნება უდიდესი კლუბი. მიხარია, რომ ისტორიის ნაწილი ვარ.“

„ოპონენტებმა ძალიან ბევრ მომენტში იასპარეზეს კარგად, მათ ნამდვილად უნდა დავუფასოთ სამუშაო. სიმეონე წარმოუდგენელ კოლექტივს ქმნიდა და ქმნის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსს“ მომენტების მხრივ არ უჭირდა, რამდენიმე შემთხვევაში მეორე გოლის გატანის შანსი ნამდვილად არსებობდა.“

„კრიშტიანო რონალდუს პენალტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, პორტუგალიელმა გაიტანა და ყველა ბედნიერი იყო. „შვიდიანმა“ არაერთ მომენტში ითამაშა ეფექტურად, ის მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ყურადღებას ხშირად იქცევდა.“

„მეტი საუბარი აღარ შემიძლია, ვინაიდან ემოციებით დაცვლილი ვარ. მსურს, ფეხბურთელებთან ერთად თასის მოგება ვიზეიმო.“

„არ მიყურებია 1/8 ფინალის თერთმეტმეტრიანებისთვის, სადაც ერთმანეთს, „პსვ“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებული გეგმა არ მქონია, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისე დაერტყათ, როგორც მათ სურდათ.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 მაი 2016
  • 6709
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)