რამოსი: "ლიგის მოგება ფანების გასახარებლად გვსურს"

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.


"ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს წინა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, თუმცა წარსულში დარჩენას არ ვაპირებთ. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს მორიგ გამარჯვებასთან, რომელსაც კვლავ გულშემატკივრებს მივუძღვნით"

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რას მოითხოვს ზიდანი ჩვენგან. გუნდის თითოეული ფეხბურთელი მზად არის გამოვიდეს მინდორზე და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. ფინალში მცირე დეტალების ერთობლიობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება."

"მადრიდის "ატლეტიოს" ლისაბონში გამართული ფინალი და მარცხი ძალიან კარგად ახსოვთ და ისინი შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. როდესაც ეცემი მუდამ ცდილობ წამოდგომას და ეს თვისება ახასიათებს სიმეონეს გუნდს. ჩვენ კვლავ ვეცდებით თითოეული მომენტის გამოყენებას."

"ძალზედ მოტივირებული ვარ, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები და ჩემი მწვრთნელი. გვინდა, რომ ხვალ მინდორზე გამოვიდეთ და დაუვიწყარი სანახაობა ვაჩვენოთ მადრიდისტებს. ისინი მთელი წელი ელოდნენ ამ დღეს და სულ ცოტა დარჩა დიდ გამარჯვებამდე."

"დიდი მადლობა მინდა აგრეთვე გადავუხადო, კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც ამ დაძაბულ პერიოდში მხარი დაგვიჭირა და თანადგომა გამოგვიცხადა."

Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)