ზიდანი:„ეს დღეები სულ რონალდუს ტრავმაზე ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა“

ზინედინ ზიდანმა „მილანში“ პრესკონფერენცია გამართა...


„რასაც „ატლეტიკო“ აკეთებს, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ სიმეონემ შეკრა გუნდი, რომელიც მთელ სეზონს ერთი ამოსუნთქვით თამაშობს.“

„ჩვენი საუკეთესო იარაღი დაცვა ნამდვილად არ არის, ვინაიდან შეტევას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ ეს ფინალია, სადაც ყველა რგოლი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.“

„ახლა ნამდვილად არ ვნერვიულობ, ვინაიდან ჟურნალისტებთან ერთად ხვალინდელ მატჩზე ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც შეხვედრა დაიწყება, დაძაბულობაც მოიმატებს, ეს ბუნებრივია და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. შარშანწინდელ ფინალში კარლო ანჩელოტიმ მითხრა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც „ბლანკოსს“ ჩავიბარებდი და წარმატებას მივაღწევდი.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან გუნდი ვითარდება და არნახულ პროგრესს აჩვენებს, ბოლო სამ თვეში გენიალური შედეგები გვაქვს და წინსვლა აშკარაა. გუნდი ბრწყინვალე სიტუაციაა, მე პირადად კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ კოლექტივის თითოეული წევრი თავს საჭირო ფიგურად გრძნობს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა მოხდება ფინალში, შანსები თანაბარია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ.“

„აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ და წარმატების მიღწევისთვის ყველაფერი გავიღეთ.“

„მადრიდის „რეალმა“ უნდა გადალახოს „ატლეტიკოს“ ბარიერი. აღსანიშნავია, რომ სიმეონეს გუნდს შიდა ჩემპიონატში დადებით ბალანსი აქვს, მაგრამ ევროტურნირებზე სხვა სიტუაციაა.“

„შარშანწინდელი ფინალისგან განსხვავებით, ზოგიერთი მოთამაშე გამოგვაკლდა, ზოგიც კი შემოგვემატა, მაგრამ ენთუზიაზმი და შემართება კვლავაც ანალოგიურია.“

„წაგებაზე გაფიქრებაც კი მზარავს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ორიდან ერთი აუცილებლად იქნება დამარცხებული. ვიმედოვნებ, ამ რანგში სიმეონეს გუნდი იქნება.“

„ჩემმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დაიმახურა, ანალოგიურის თქმა შემიძლია „ატლეტიკოზეც“, რომელმაც ურთულესი გზა განვლო და მილანის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.“

„კრიშტიანო რონალდუზე უკვე რამდენიმე დღეა ვნერვიულობ, პორტუგალიელის კონდიცია არადამაკმაყოფილებელი იყო, მისი ტრავმა ნამდვილად არ გვაძლევდა ხელს. საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა. ვერ ვიტყვი, რომ სულ მცირე რისკი არ არსებობს, მაგრამ რონი გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბოლომდე დაიხარჯება.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2016
  • 6455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)