ყველა გზა მადრიდში მიდის

ყველა გზა ესპანეთში მიდის,მეტიც,მადრიდში,რისი დასტურიც 2014 წლისა და მილანის წლევანდელი ჯერ არშემდგარი ფინალია, შესაბამისად, ლა ლიგის ერთ-ერთ პრომო რგოლში გაჟღერებული ფრაზა, „La Liga BBVA the greatest Teams and players in the world“ , არაა სიმართლეს მოკლებული.


ესპანთში ფეხბურთმა მართლაც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.ბევრმა ბოლო წლები ესპანური ფეხბურთის „აღორძინების ხანადაც“ მონათლა .აღარც ლა ლიგას აქვს ერთგუნდა ჩემპიონატის სტატუსი ბუნდესლიგის,სერიია ა-სა თუ სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით.ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უკანასკნელი სამი წელია სწორედ ესპანური გრანდი ხდება, ევროპა ლიგაზეც სევილია ზედიზედ სამჯერ პირველობას არავის უთმობს და რომ არა კლოპის მიერ ვილიარეალის ფინალს მიღმა დატოვება,კიდევ ერთ უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე.შესაბამისად,საფეხბურთო სამყაროშიც სრულიად ლოგიკურად ჟღერს ისეთი ფრაზები,როგორებიცაა: „ესპანეთი ევროპაზე ბატონობს“ ,“ევროპა სევილიის ლიგა“, „ლა ლიგად მონათლული ჩემპიონთა ლიგა“ და ა.შ

ლა ლიგა კიდევ უფრო სანახაობრივი და პრესტიჟული მას შემდეგ გახდა,რაც სამეფო კლუბს სადავეები ბარსელონამ გამოსტაცა.პეპისა და ტიტოს ტანდემმა არათუ ესპენეთზე,არამედ ევროპაზეც გაილაშქრა, „როდესაც მე და ტიტო ბარსელონაში მოვედით,ვოცნებობდით,რომ მსოფლიო დაგვეპყრო და ეს შევძელით კიდეც“- პეპ გვარდიოლა.სამეფო კლუბისა და ბარსელონას მონასტერი სიმეონეს ატლეტიკომ კიდევ უფრო არია და მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ერთგვარ აქილევსის ქუსლადაც იქცა. როხიბლანკო ნათელი მაგალითია იმისა,თუ როგორ შეიძლება მცირე ბიუჯეტით,თავდაუზოგავი შრომითა და გუნდური სულისკვეთებით მიაღწიო წარმატებას.არიან გუნდები,რომლებიც ერთჯერადად გაიბრწყინებენ ხოლმე. შესაძლოა „გაგივარდეს“ერთი ან რამდენიმე თამაში,მაგრამ ტოლი არ დაუდო რეალისა და ბარსელონას მსგავს გრანდებს და გაიყვანო გუნდი ლიგის ფინალში,ყველაფერია ფორტუნას გარდა.როდესაც ატლეტიკოზე ვსაუბრობ,აკა მორჩილაძის ყველაფრის მთქმელი სიტყვები მახსენდება: „ფეხბურთის ფილოსოფია ცნობილია.ხალხი არამარტო უნდა გაახარო,არამედ ასიამოვნო კიდეც,შენ უნდა ისიამოვნო და სხვაც ასიამოვნო. ფეხბურთელობა ერთი დიდი კაიფია:ბურთის ლამაზი გორება და სივრცეების აღმოჩენა" - (ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს) ძნელია ეს სიტყვები ატლეტიკოსთან გააიგივო,მაგრამ სწორედ სიმეონეს მიერ დანერგილი განსხვავებული სტილის გამო იქცა ის ბევრისთვის ანგარიშგასაწევ ძალად.

2004 წლიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს რომ გადავხედოთ,შეამჩნევთ,ფინალს ინგლისური გრანდის გარეშე გარკვეული წლების განმავლობაში არ ჩაუვლია.ხოლო ლიონის „დამსახურებით“ რეალისთვის არათუ ფინალი,არამედ მეოთხედფინალიც სანატრელი ხდებოდა.ვალდანოს მიერ „ფეხბურთის სალიერად“ წოდებული მოურინიოს მოსვლის შემდგომ კი სამეფო გრანდი ფინალთან სამჯერ ასე ახლოს არასდროს ყოფილა,თუმცა უშედეგოდ.გუნდში დროული ძვრები იყო საჭირო და გაკეთდა კიდეც.ჯერ იტალიელი სპეციალისტისა და შემდგომ ფრანგი ახალბედას დანიშვნის შედეგად ბოლო სამი წლის მანძილზე რეალმა ორჯერ მოიპოვა ფინალის საგზური.

ეხლა კი წლევანდელი ფინალის განსაკუთრებულობის წარმოსაჩენად,ერთგავრ სტატისტიკასაც მოვიშველიებ:
აღსანიშნავია,რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთედ გავიდნენ ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები. პირველ სწორედაც ესპანური ფინალი გაიმართა 2000 წელს,როცა სამეფო კლუბმა მოიგო ვალენსიას წინააღმდეგ , შემდეგ მილანმა იუვენტუს (2002/03),მანჩესტერ იუნაიტედმა-ჩელსს (2007/08), ბაიერნმა კი დორტმუნდის ბორუსიას სძლია (2012/13). ხოლო ისეთი უპრეცენდენტო შემთხვევა,რომელსაც მადრიდული დერბი ქვია, პირველად 2014 წელს ლისაბონში შედგა და წელს უკვე მილანში მეორდება.
რეალისა და ატლეტიკოს დაპირისპირება აღსანიშნავია იმხრივაც,რომ რიგით მე-6 იქნება განმეორებული ლიგის ფინალებიდან.რეალი – რემსი,მილანი – ბენფიკა,მილანი – აიაქსი,აიაქსი – იუვენტუსი,ლივერპული – მილანი და ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი ლიგის ფინალში ორ-ორჯერ შეერკინენ ერთმანეთს.

მადრიდის რეალი ისტორიაში მე-14-ედ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში და წელსაც შეეცდება მე-11 ლიგის თასის ჩაიწეროს თავის აქტივში,ეს იქნება უდიდესი მიღწევა,რომელიც რჩეულებთ სძალუძთ,ისეთ რჩეულებს, როგორიც სამეფო კლუბია.რაც შეეხება ატლეტიკოს, მისთვის ეს უკვე რიგით მე-3 ფინალი იქნება.პირველად1974 წელს როხიბლანკომ ფინალში მიუნხენის ბაიერნთან წააგო ,ხოლო წელს ეცდება თეთრებს ლისაბონში წაგებული ფინალის გამო ანგარიში გაუსწოროს.
ეს ფინალი განსაკუთრებული იქნება თავად მწვრთნელებისთვისაც გარკვეულ მიზეზთა გამო.უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგას გამოცდილი მწვრთნელები იგებენ,ანუ ისეთები,როგორებიც იყვენენ ჰაინკესი,კაპელო,კარლო ანჩელოტი,ალექს ფერგიუსონი, „განსაკუთრებული“ თუ სხვები.ისეთი უიშვითესი შემთხვევა კი,რომელსაც საფეხბურთო კარიერის სადებიუტო სეზონშივე ლიგის მოგება ჰქვია,ერთეულების ხვედრია.ეს შესძლო დელ ბოსკემ რეალით 2000 წელს,ხოსეპ გვარდიოლამ ბარსელონათი 2009 წელს და დი მატეომ ჩელსით 2012 წელს.დღეს კი ზინედინ ზიდანს აქვს საუკეთესო შანსი მათ რიგებში ჩაეწეროს. ხოლო დიეგო სიმეონეს უკვე მეორედ მიეცა შანსი ატლეტიკოს პირველად აღამართვინოს ჩემპიონთა ლიგის თასი და ამით გახდეს მესამე არაევროპელი მწვრთნელი ლუის კარნილიასა (რეალი 1958/59) და ჰელენიო ჰერერას (ინტერი 1964/65) შემდეგ.

მართალია, სამეფო კლუბისთვის ატლეტიკო ლა ლიგაში გადაულახავ რუბიკონივითაა,რასაც ლიგაზე ვერ ვიტყვით.პირველად გუნდები ჩემპიონთა თასზე 1958/59 წლების სეზონზე ნახევარფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ,ორმატჩიანი დუელი თეთრების გამარჯვებით დასრულდა,შემდგე 2014 წლის ლიგის ფინალში სამეფო კლუბმა თასი ,ხოლო მომდევნო წელს ნახევარფინალის საგზურიც გამოსტაცა ხელიდან.

ეს ყველაფერი ციფრები და უბრალოდ სტატისტიკაა.ბურთი მრგვალია და მით უფრო ფინალში არაფერია წინასწარ განსაზღვრული,გათვლილი,გარანტირებული,აქ ფიასკოც განუცდიათ და ტრიუმფიც (2005 წ.მილანი-ლივერპული,1999წ.მანჩესტერი-ბაიერნი) უზეიმით.ბუნებრივია,ყველაფერს პასუხი 28-ში გაეცემა.ასე რომ,როგორც დოჩანაშვილი იყოდა,წინ დიდი სიამოვნება გველის,მაგრამ ამჯერად მეორედ ნახვის.

სტატიის ავტორი: საიტის ერთგული მომხმარებელი - Lik Realution
dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2016
  • 2578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)