ისკო:„თუ გსურს მოიგო ბევრი ტიტული, უნდა ითამაშო მადრიდში“

ისკო ალარკონმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„28 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებული თარიღია. მილანში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვოთ და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭოთ.“

„ორივე ფინალისტი ძალიან ძლიერია. მეტოქეს ვაფასებთ, ვინაიდან უდიდესი ინიციატივა აქვს. დიეგო სიმეონეს გუნდმა „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ დამარცხება შეძლო, რაც იოლი ნამდვილად არ არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შეცდომა არ დავუშვათ და მეტოქის დამარცხება მოვახერხოთ.“

„მიმდინარე სეზონი ძალიან რთული იყო. ვიხსენებ არაერთ პრობლემას და წარმატებას. მთავარი ის არის, რომ სეზონის დასკვნით ეტაპზე კარგ ფორმაში ვართ და გამარჯვებას გამარჯვებაზე ვაღწევთ.“

„თუ გსურს ტიტულების მოგება, არ არსებობს უკეთესი ადგილი, შენ უნდა ითამაშო მადრიდის „რეალში“. არსად წასვლას არ ვგეგმავ, ვინაიდან ვთვლი, რომ კოლექტივის ნაწილი ვარ და მწვრნელს ვჭირდები.“

„ზინედინ ზიდანი ბრწყინვალე სპეციალისტია. ფრანგმა ლეგენდამ ეს უკვე დაამტკიცა. იანვარში „ბლანკოსი“ არც ისე კარგ ფორმაში იყო, ახლა კი რას ვხედავთ? ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ლა ლიგის ბოლო ტურამდე უშეღავათო ბრძოლას. ზიზუმ მორალურად გაგვაძლიერა.“

„გამომდინარე იქედან, რომ მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში თამაში არ მიწევდა, ესპანეთის ნაკრებში მოხვედრის შანსებიც მცირდებოდა. როდესაც გავიგე, რომ ვისენტე დელ ბოსკემ გამომიძახა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.“

„ლუკას ვასკესს შრომა დაუფასდა და ნაკრებში მოხვდა. როდესაც ბევრს იბრძვი, შედეგს ყოველთვის აღწევ, ის ძალიან ბედნიერია.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 მაი 2016
  • 3745
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)