El centro del campo de actuación de Casemiro

გთავაზობთ სტატიას, მადრიდის "რეალის", უნიჭიერეს ბრაზილიელ ფეხბურთელზე, კარლოს ენრიკე კასემიროზე.


კარლოს ენრიკე კასემირო, დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს, ბრაზილიის ქალაქ-სან ჟოზე დუს კამპუსში.

მას შემდეგ, რაც "რეალმა" განაახლა, საყრდენი ნახევარმცველით თამაში, გუნდმა "ლა ლიგაში" 11 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო. ყოველივე ეს, ადასტურებ იმ ფაქტს რომ "სამეფო კლუბში" დიდი როლი უჭირავთ-საყრდენ ნახევარმცველებს, ამის ნათელი მაგალითი კასემიროა, რომელსაც დიდ მომავალს ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, ბრაზილიელმა ტალანტმა, "ბლანკოსის" სუპერვარსკვლავები, ისკო და ხამესი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან და თავი დაიმკვიდრა "ზიდანის თერთმეტ კაცში". კარლოსმა, საოცარი მატჩი ჩაატარა, "კამპ ნოუზე" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ (1-2), იმ შეხვედრაში არანაირი გასაქანი არ მისცა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტრიოს. შეხვედრის, შემდეგ მან დიდი სიმპატიები დაიმსახურა, როგორც მწვრთნელის, ასევე გულშემატკივრების.

El centro del campo de actuación de Casemiro


კასემირომ, თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერის, პირველი შეხვედრა, 2010 წლის 25 ივლისს, "სნტოსის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. სადებიუტო გოლი კი, ამავე წლის 15 აგვისტოს "კრუზეიროს" წინააღმდეგ გაიტანა და კლუბს 1 ქულის მოტანაში გაეხმარა, ეს შეხვედრა 2-2 დასრულდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, ყველა შეხვედრაში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ბრაზილიაში მალევე კარგად ათამაშდა. 2011 წელს, 19 წლის კაზემიროს თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა, ნიჭიერი ბრაზილიელი ნაკრებში გამოიძახეს, ამხანაგური შეხვედრისთვის, რომელშიც მისი სანაკრებო დებიუტი შედგა.

რათქმაუნდა აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ ნაკრებში ყოველთვის განაცხადში ხვდებოდა კასემირო.

El centro del campo de actuación de Casemiro


კასემიროს კარგი თამაში ბევრმა შეამჩნია, 2013 წლის იანვარში, მადრიდის "რეალმა" "სან პაულოსთან" მოლაპარაკება აწარმოა, რის შედეგადაც ბრაზილიელი ფეხბირთელი ნახევარი სეზონის განმავლობაში არენდის წესით აიყვანა, იგი "ბლანკოსის" მეორე გუნდში თამაშობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მოეწონა და არა მარტო გამოისყიდა არენდის შემდეგ, არამდედ პირველ გუნდშიც დააწინაურა.

კასემიროს დებიუტი, "რეალის" ძირითად გუნდში, 2013 წლის 20 აპრილს, "ბეტისის" წინააღმდეგ შედგა, იმ მატჩში ბრაზილიელმა სრულად, 90 წუთი ითამაშა.

2013/14 წლის სეზონის დასაწყისში, ნიჭიერი ტალანტი, "თეთრების" პირველ გუნდში დააწინაურეს, ის სეზონი კასემიროსთვის ცუდი გამოდგა, რადგანაც ბრაზილიელს, სათამაშო დრო თითქმის არ ჰქონდა, ბევრი მიიჩნევდა, რომ კასემირომ ვერ გაამართლა და "რეალი" მას აუცილებლად გაუშვებდა. ასეც მოხდა, თუმცა კარლოსი არენდის წესით "პრტუში" წავიდა, სადაც დაიმკვიდრა თავი ძირითად შემადგენლობაში, მან ძალიან ლმაზი გოლები გაიტანა, ასევე გამოირჩეოდა დაცვითი თამაშით. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ კასემირო არ უნდა დაეკარგათ, 2015 წლის ზაფხულში კასემირო "რეალში" დაბრუნდა და დაახლოებით ნახევარი სეზონის შემდეგ, გუნდის ძირითადის ფეხბურთელიც გახდა.

აღსანიშნავია, რომ კარლოსმა თავის სადებიუტო გოლიც გაიტანა "ბლანკოსის" შემადგენლობაში, მან ბოლო წუთებზე 3 ქულა მოაპოვებინა მადრიდულ გრანდს, ბრაზილიელმა "ლას პალმასთან" 89' წუთზე შეძლო, თავის გამოჩენა, თავური დარტყმით.

El centro del campo de actuación de Casemiro


თავისუფლად შეგვიძლია, იმის თქმა, რომ კასემირო დიდი ძალაა "რეალისთვის", ყოველთვის იყო საუბარი, რომ მადრიდელებს ტიპიური საყრდენი აკლდათ და ამიტომ ჰქონდა ცუდი პერიოდი, გუნდის დაცვა, აშკარად შეიცვალა ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, მაგრამ გამოჩნდა კასემირო, რომელმაც შეცვალა ალონსო და "თეთრებს" ჩვეული სტილი დაუბრუნა.



Nika.-სპეციალურად Halamadrid.ge-სთვის...
dle 10.1

  • Nika.
  • 11 მაი 2016
  • 4617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)