ბუტრაგენიო:„გუნდი ვითარდება“

ემილიო ბუტრაგენიომ „ვალენსიასთან“ მატჩი შეაფასა...


„გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ზიზუს ფეხბურთელებს დასვენებისთვის დიდი დრო არ ჰქონდათ, მაგრამ აჩვენეს, რომ ძალა აღდგენილი ჰქონდათ.“

„ვიმედოვნებ, ლუკას ვასკესის ტრავმა სერიოზული არ არის. „რეალმა“ ორი ფინალი უნდა ითამაშოს და ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.“

„ზიდანმა გუნდი სწორ გზაზე დააყენა, ფრანგი სპეციალისტი 3 დღეში ერთხელ საოცარ სამუშაოს ატარებს.“

„კიკო კასილია? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის კარის დარაჯია.“

„უკვე ვიცით, რამდენი ქომაგი დაგვიჭერს მხარს მილანში. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმართ ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია, მაგრამ ყველა ვერ შეძლებს სტადიონზე შევლას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.“

„ზინედინ ზიდანმა მართლაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა. გუნდი გაიზარდა, ფიზიკურად გაძლიერდა და ყველა ასპექტი დადებითისკენ წავიდა. უკვე თვეზე მეტია 3 დღეში ერთხელ ასპარეზობა გვიწევს და ყველა პაექრობას ვიგებთ.“

„ვალდებულნი ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. „რეალს“ ორივე თასის მოგება სურს.“

„ალვარო არბელოამ დამსახურებული ოვაციები მიიღო. ის ნამდვილად დიდი მადრიდისტა და ერთგული ფეხბურთელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მაი 2016
  • 3804
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)