ევროპას მადრიდი მბრძანებლობს

ევროპას მადრიდი მბრძანებლობს. ეს მართლაც ასეა, ვინაიდან 3-იდან 2 შემთხვევაში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში დედაქალაქელები არიან...


„ატლეტიკოს“ პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, რომელსაც ტოლს არც მადრიდის „რეალი“ უდევს, რომელმაც შარშანწინ ჩემპიონთა თასიც მოიგო.

რა გზა განვლეს მადრიდულმა გრანდებმა ფინალამდე?

ცალსახაა, რომ „ატლეტიკოს“ გზა გაცილებით რთული იყო, ვიდრე „რეალის“, მაგრამ „ბლანკოსის“ შემთხვევაში მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, რომელიც გუნდს ხელს უშლიდა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში.

სიმეონეს გუნდმა 1/8 ფინალში „პსვ“-ს მძიმე ბრძოლაში სძლია, შემდეგ იყო ჯახი „ბარსელონასთან“, ნახევარფინალი კი ნამდვილად დრამატული გამოდგა. დიეგო პაბლოს კოლექტივმა „ბაიერნი“ გამოთიშა.

რაც შეეხება „რეალს“. მადრიდელებმა „რომა“ ძალიან მარტივად დაამარცხეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც „ვოლფსბურგთან“ 2-0 წააგეს და საშინაო მატჩში უდიდესი რისკის ქვეშ ითამაშეს. ტრავმების ეპიდემიისა და გუნდში არსებული სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად, „რეალმა“ „ქამბექი“ შემოგვთავაზა და 4 საუკეთესოში მოხვდა.

და ბოლოს. მანჩესტერ „სიტი“ და ორი უსახური შეხვედრა. სრულიად დამსახურებულად, ზინედინ ზიდანის გუნდმა მილანის საგზური მოიპოვა, სადაც „ატლეტიკოს“ დამარცხებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ევროპაში მადრიდელები დომინირებენ! dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2016
  • 6347
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)