ოპტიმისტი ბენზემა

კარიმი ოპტიმისტურად არის განწყობილი.


ცნობილი მადრიდული შემტევი ტრიო BBC ტრავმების გამო დროებით დაიშალა. ჯერ კრიშტიანომ მიიღო დაზიანება, ხოლო შემდეგ კარიმს შეახსენა ძველმა ტრავმამ თავი. დარჩა მხოლოდ გარეთ ბეილი, რომელიც მარტო ცდილობდა გუნდის დახმარებას თავდასხმის ხაზში, რაც მას საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა.

საბედნიეროდ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ვარჯიში უკვე განაახლა და "სიტისთან" დაპირისპირებისთვის ემზადება. რაც შეეხება კარიმს, იგი "სოსიედადთან" შეხვედრამდე 7-8 დღით ადრე მედიკოსებთან ჩაეწერა სარეაბილიტაციო კურსზე.

სპორტული გამოცემა AS იტყობინება, რომ ზიდანს და ბენზემას ყოველდღიური საუბარი აქვთ ფრანგი ფორვარდის ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, კარიმი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იგი დაგეგმილზე მეტ სამუშაოს ასრულებს იმისთვის, რომ ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თანაგუნდელებს დაეხმაროს.

As.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)