ზიდანი:„ლა ლიგაში 3 ფინალი დარჩა“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ლა ლიგაში 3 ფინალი დარჩა, სადაც გუნდმა უნდა იბრძოლოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 9 ქულას მოუყაროს თავი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება ჩემპიონობის შანსი. კარგად ვიცით, რომ იოლი გასეირნება არ გველის, ბასკები საშინაო არენაზე ყოველთვის ანგარიშგასაწევები არიან, მაგრამ გვჯერა, რომ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ფეხბურთელებს ვავალებ, რომ არცერთი წუთით არ მოადუნონ ყურადღება და მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ.“

„ჩემპიონთა ლიგაზე არ ვფიქრობთ, ვინაიდან ხვალ თამაში გვაქვს გასამართი. ფოკუსირება მხოლოდ „სოსიედადთან“ დაპირისპირებაზე გვაქვს გაკეთებული, ვინაიდან ვთვლით, რომ „ანოეტაზე“ თამაში იოლი არ არის. ხვალინდელ პაექრობას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, წაბორძიკება დაუშვებელია.“

„კრიშტიანო რონალდუ მაქსიმალურად იხარჯება იმისათვის, რომ მედიკოსთა რეკომენდაციებისს შესრულება შეძლოს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ბასკების წინააღმდეგ არ იქნება, ვინაიდან მისი ფორმა არადამაკმაყოფილებელია. ყოველდღიური დაკვირვების შედეგად ინფორმაციები მომდის და ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაშია ჩემი გუნდის ლიდერი. ინგლისელთა წინააღმდეგ კრიშტიანომ უნდა ითამაშოს, ყველაფერი სწორად ვითარდება.“

„ფიზიკური თვალსაზრისით, რონი მოწოდების სიმაღლეზე დგას. მერწმუნეთ, ასაკის მიუხედავად, მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე გაცილებით ახალგაზრდა მოთამაშეს. კვირაში ორი თამაში? უკვე მრავალი სეზონია რონალდუ ასეთ ტემპს შეეჩვია.“

„კარიმ ბენზემას მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე კრიშტიანო რონალდუსი. ფრანგ ფეხბურთელს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება. „ცხრიანის“ თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ეჭვქვეშ დგას. არ მსურს ვთქვა, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, ვინაიდან უფრო ადრე უნდა დაბრუნდეს, მაგრამ კარიმის შემცვლელზე ბევრს ვფიქრობ.“

„ფეხბურთელებს კონცენტრაცია არ აკლიათ, ისინი თითოეულ შეხვედრას სერიოზულად ეკიდებიან და მოგებაზე ფიქრობენ. სქემის შეცვლას არ ვაპირებ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ 4-3-3 ყველა მოხერხებულია ტაქტიკაა.“

„ზემოთ უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ არ მსურს „სიტიზე“ ფიქრი, ვინაიდან ხვალ რთული მატჩი გველის. არ შეიძლება გუნდი ფიქრობდეს სხვა შეხვედრაზე, როდესაც მეორე დღეს შიდა ჩემპიონატში აქვს სათამაშო. დადებითად ვარ განწყობილი და წარმატების იმედი მაქვს. მერწმუნეთ, „სიტიზე“ აუცილებლად ვისაუბრებ, ოღონდ ხვალინდელ პაექრობის შემდეგ.“

„ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანო რონალდუს და კარიმ ბენზემას გარეშე თამაში ურთულესია, მაგრამ ექიმი არ ვარ და დასკვნებსაც ვერ ვაკეთებ. თუ რისკი იქნება, ვერცერთი მათგანი ვერ იასპარეზებს, ფეხბურთელთა ჯანმრთელობი სასწორზე დადება ყოვლად დაუშვებელია. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ბერნაბეუზე გაცილებით ეფექტური შეტევის ხაზი გვეყოლება.“

„სამედიცინო შტაბთან მუდმივი ურთიერთობა მაქვს, სწორედ მათი რჩევით არ შევიყვანე განაცხადში ალვარო არბელოა, კრიშტიანო და ბენზემა.“

„გარეთ ბეილის დასვენების დრო არ არის, ვინაიდან წინა ხაზში ისედაც პრობლემებია. უელსელი ფეხბურთელი მოედანზე გამოვა და გუნდს დახმარებას გაუწევს.“

„ისკო და ხამეს როდრიგესი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ, მიმდინარე კვირაში მათი ვარჯიშით და შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ითამაშებენ თუ არა ხვალ? ამ ყველაფერს მატჩის დაწყებამდე შეიტყობთ, ვინაიდან სასტარტო შემადგენლობის ფორმირება ჯერ არ მომიხდენია.“

„ინგლისელებთან მატჩის მიწურულს ხესე როდრიგესს მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერია. კანარელს აუცილებლად მივცემ შანსს.“

„ნამდვილად არ მიკვირს, რომ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპის ლიგაზე ესპანური გუნდები დომინირებენ. ფაქტია, რომ ლა ლიგაში საუკეთესო გუნდები გამოდიან. პროფესიონალური კარიერა სწორედ ესპანეთში დავასრულე და კარგად ვიცნობ აქაურობას.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 აპრილი 2016
  • 5336
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (309)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)