კაზემირო:„„რეალთან“ ერთად ლიგის მეორედ მოგება მსურს“

ბრაზილიელმა კაზემირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგება მსურს. ეს შესაძლებელია, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შარშანწინ უბედნიერესი ვიყავი, მსურს ის გრძნობა განმეორდეს.“

„ზიდანი მენდობა, ის სულ მეუბნებოდა, რომ ჩემი დროც მოვიდოდა. ფრანგი სპეციალისტი ძალიან ჰგავს კარლო ანჩელოტის, მასაც ისეთივე საოცარი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან, როგორიც კარლიტოს ჰქონდა.“

„ადრე „ბლანკოსის“ პერსპექტიულ მოთამაშედ ვითვლებოდი, ახლა კი მიმაჩნია, რომ გუნდისთვის საჭირო ფიგურა ვარ, რაც მაბედნიერებს და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს.“

„14 ნომრიანი მაისურის ტარება საპასუხისმგებლოა, ვინაიდან ამ ნომერს ჯერ ხოსე მარია გუტი, შემდეგ კი ჩაბი ალონსო ფლობდა.“

„როდესაც კრიშტიანო რონალდუ ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს, მსოფლიო ახალ ეტაპზე გადავა და ერთი საოცარი ეპოქა წარსულს ჩაბარდება.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე 80 000 გულშემატკივარი იყრის თავს, რაც მართლაც საოცარია. ეს სტადიონი ნამდვილად მაგიურია.“

„ვფიქრობ, საუკეთესო კაზემირო ჯერ არავის უნახავს.“

„მსურს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოვხვდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“ dle 10.1

  • Datuna
  • 25 აპრილი 2016
  • 6288
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)