ბუტრაგენიო:„გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ განვლილი მატჩი შეაფასა...


„გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. პირველ 45 წუთში ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან აქტიურად გამოვიყურებოდით და გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა. საბედნიეროდ, გარეთ ბეილმა ყველაფერი გადაწყვიტა და გუნდს აქტივში 3 ქულა ჩაუწერა.“

„ყველა თამაში რთულია. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტია. ჩვენ ხომ სეზონის დასკვნით ეტაპზე ვსაუბრობთ. გუნდს დიდი ძალა აქვს, რომლის დემონსტრირებასაც უკვე დიდი ხანია ახდენს.“

„კარიმ ბენზემა ძალიან საჭირო ფიგურაა, მისი მდგომარეობის შესახებ მაშინვე ვიკითხე, როგორც კი შესვენება დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ინგლისში გამგზავრებას, თუ კარიმი დაგვაკლდა, უდიდესი პრობლემის წინაშე დავდგებით.“

„კრიშტიანოს არყოფნა შეტევით ხაზს ეტყობოდა, მაგრამ რესურსი არსებობს. ლუკას ვასკესისა და სხვების კარგმა თამაშმა შედეგი გამოიღო.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობების ამომწურავად გამოსაყენებლად. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ და საბრძოლველად მზად არიან. ვიცით, რომ „სიტი“ მარტივად არაფერს დათმობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2016
  • 2206
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)