ზიდანი:„კრიშტიანო რონალდუს ფიზიკური მონაცემები საოცარია“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„კარიმ ბენზემა ძალიან აქტიური იყო და გოლიც გაიტანა, ის ნაყოფიერად გამოიყურებოდა, რაც მახარებს.“

„თითოეულმა ფეხბურთელი დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. მოთამაშეები ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია. 3 ქულა მოვიპოვეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობთ. დღევანდელი შეხვედრა უკვე დავიწყებულია და ყურადღებას მომდევნო დაპირისპირებაზე გადავიტანთ, რომელიც იოლი ნამდვილად არ იქნება.“

„ისკოს და ხამეს როდრიგესს „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ არ უთამაშიათ, მაგრამ დღეს შანსი მივეცი, რომელიც გამოიყენოს. ორივე ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე დგას მაშინ, როდესაც მოედანზე გასვლა შესაძლებელია.“

„მატეო კოვაჩიჩი ბოლო დროს ხშირად ვეღარ თამაშობს, მაგრამ მას შანსი აუცილებლად მიეცემა. გუნდში მრავალი ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე, ვცდილობ სიტუაცია დავაბალანსო.“

„ორ ფრონტზე ვიბრძვით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ უთასოდ დავრჩეთ, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. ფეხბურთელებმა დიდი ყურადღებით უნდა ითამაშონ, როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე ლა ლიგაში. მთავარია მონდომება და დაუღალავი შრომა.“

„ფეხბურთელებმა უნდა დაისვენონ, შემდეგ კი „ვილიარეალთან“ საპაექროდ მოემზადონ. „ყვითლები“ შესანიშნავ ფორმაში არიან და ყველაფერს გააკეთებენ „ბერნაბეუზე“ ქულების მოსაპოვებლად. აუცილებელია, რომ „ყვითლებს“ დაბალანსებული და გააზრებული ფეხბურთი ვეთამაშოთ.“

„სეზონის დასკვნითი ეტაპია, ამიტომ ყოველ 3-4 დღეში მატჩის გამართვა გვიწევს, რაც დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ვაძლევ. საბედნიეროდ, შესაბამისი რესურსი არსებობს და როტაცია შემიძლია.“

„გარეთი და კარიმი გავიყვანე, რადგან დასვენება სჭირდებოდათ. ანალოგიურს ვერ ვიტყვი რონალდუზე. პორტუგალიელი ფეხბურთელი დასვენებას არ საჭიროებს, ის მართლაც საოცარ ფორმაშია და ყველა შეხვედრის ჩატარება ძალუძს.“

„ხესე დასაფასებელია, ვინაიდან კრიშტიანოს გაატანინა. მან იცის, რომ რონი „პიჩიჩის“ მთავარი კანდიდატია, ამიტომ თვითონ არ დაარტყა და რონალდუს გაატანინა.“

„არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო კეილორ ნავასის ბრწყინვალე ასპარეზობა. კოსტარიკელი მეკარე ყოველდღე მაოცებს. ყველა შეხვედრაში ნავასი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 16 აპრილი 2016
  • 7835
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)