რონალდუ:„ფინალს ერთი ნაბიჯი გვაშორებს“

კრიშტიანო რონალდუმ „ვოლფსბურგთან“ შეხვედრის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა...


„ბრწყინვალე საღამო იყო, გუნდმა სრულყოფილი წარმოდგენა დადგა და გამარჯვებას დამსახურებულად მიაღწია. საოცრად ვითამაშეთ, გულშემატკივრები კი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, ვინაიდან უკვე 1/2 ფინალში ვართ და ფინალამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.“

„ყოველთვის რთულია გახვიდე მომდევნო ეტაპზე, როდესაც პირველ შეხვედრაში 2-0 გაქვს წაგებული, მაგრამ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ინტენსიური თამაშის წყალობით, ტაბლოზე სასურველი შედეგი დაფიქსირდა. მიხარია, რომ ჰეთ-თრიკი შევასრულე, თუმცა უმთავრესი გუნდური წარმატება იყო.“

„ეს არ იყო ჩემი საუკეთესო მატჩი. მართალია 3 გოლი გავიტანე, მაგრამ გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია. გოლების გატანა ავტომატურად საოცარ თამაშს არ ნიშნავს, მაქსიმალური შედეგი ყოველთვის დიდი ბრძოლის შედეგად მიიღწევა. საკუთარ თავს ყოველთვის ბევრს ვთხოვ და ასე იქნება მომავალშიც.“

„2 ნახევარფინალისტი ცნობილია, ხვალ კი საუკეთესო ოთხეული სრულად გამოვლინდება.“

„ვინ მსურს ნახევარფინალში? რა თქმა უნდა, „ბენფიკა“, ვინაიდან ამ გუნდთან გაცილებით მეტი შანსი გვექნება, ვიდრე სხვებთან.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2016
  • 6473
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)