ზიდანი:„ეს იყო ჩემი საუკეთესო დღე მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„ფენომენალური შესრულება იყო. ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს და მაქსიმალური შედეგიც მიიღეს. „ქამბექი“ იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ.“

„ყველას არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 3 გოლის გატანა. კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მსგავსი სახის მოთამაშეები იშვიათად იბადებიან. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„პირველივე წუთებში 2 გოლის გატანა იოლი არ იყო, მაგრამ ფეხბურთელებს ინტენსიური თამაში და მხოლოდ შეტევაში წასვლა დავავალე. ბალანსი და სწორი გადაადგილება უმთავრესი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფეხბურთელებს 90 წუთის მანძილზე სტაბილურად ეთამაშათ.“

„ის, რაც დღეს გულშემატკივრებმა გააკეთეს, ნამდვილად საამაყოა. ფეხბურთელები ვერ იქნებოდნენ ასე თავდაჯერებულები, რომ არა უდიდესი ოვაციები და მხარდაჭერა. ბერნაბეუზე საოცარი სანახაობა დაიდგა.“

„ეს იყო ჩემი საუკეთესო დაპირისპირება, რომელიც „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავატარე. 2-0 საკმაოდ რთულად აღმოფხვრადი რეზულტატი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.“

„მსურს მივულოცო ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებს პრეზიდენტს და ქომაგებს. დიდებული საღამო იყო. ახლა უკვე 1/2 ფინალში ვართ, დანარჩენს კი კენჭისყრა გადაწყვეტს.“

„დღევანდელი საღამო უნდა დავივიწყოთ და ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვიფიქროთ. ესპანეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.“

„მწვრთნელობა იოლი არ არის. მერწმუნეთ, ფეხბურთელობა გაცილებით მარტივია, ვიდრე დამრიგებლობა. არსებობს უამრავი სირთულე, რომელიც უნდა გადალახო და თანმიმდევრულად იმუშავო.“

„დანიელ კარვახალის თამაში დასამახსოვრებელი იყო. ესპანელი ფეხბურთელი ბრწყინვალედ ირჯებოდა და არაერთხელ ამწვავებდა სიტუციას, ის შესანიშნავი გახლდათ ლა ლიგის წინ ტურშიც.“

„როტაცია? ეს არის გუნდი და ცვლილებები აუცილებელია ხოლმე.“

„შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი მყავს, რომელსაც წარმატებისთვის ბრძოლა შეუძლია. მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ შემართება და მუდმივად სიახლის ძიებაში არიან. არცერთი მათგანი არ თაკილობს სწავლას და ბრძოლას.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2016
  • 8666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)