ბუტრაგენიო:„კრიშტიანო საოცრებების ჩადენას განაგრძობს“

ინსტიტუციონალური ურთიერთობის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ეიბარის“ დამარხების შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა...


„გულშემატკივართა სტვენა, რომელიც დანილოსკენაა მიმართული, დიდი ოვაციებით უნდა შეიცვალოს. ბრაზილიელს მხარდაჭერა სჭირდება. წინ უმძიმესი მატჩი გველის, სადაც ფეხბურთელებმა მხარდაჭერა უნდა იგრძნონ.“

„ძალიან დაბალანსებული ფეხბურთი ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ხესეს და კრიშტიანო რონალდუს დიდი სივრცეები ჰქონდათ, რომელიც გამოყენებულ იქნა.“

„კრიშტიანო რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, უკვე მერამდენე სეზონია რონი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად გვევლინება. კრიშტიანოს აქტივში უკვე 30 გოლია.“

„კატალონიის „ბარსელონასთან“ სხვაობა ამ წუთისთვის 4 ქულაა, თუმცა ენრიკეს გუნდი დღეს ითამაშებს და გვეცოდინება შანსი გაიზარდა თუ არა.“

„ყველამ კარგად იცის, რომ „ვოლფსბურგის“ დამარცხება უმნიშვნელოვანესია. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს გულშემატკივართა გასახარებლად.“

„ძალიან ფრთხილები ვართ, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ შესაბამისი რესურსი გვაქვს და „მგლებთან“ საშინაო არენაზე რამდენიმე გოლის გატანა შეგვიძლია. ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან და პირველივე წუთებიდან ეცდებიან უპირატესობის მოპოვებას.“

„დამატებითი დრო? არაფერია გამორიცხული. თუ კარს მშრალად შევინახავთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 აპრილი 2016
  • 3171
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)