ზიდანი:„არ ვიცი ითამაშებს თუ არა რონალდუ“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ზუსტად ვერ გეტყვით ითამაშებს, თუ არა კრიშტიანო რონალდუ. მცირე როტაციას ვაპირებ, რათა ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი დასვენებული იყოს.“

„ჩემი ფეხბურთელების გაკრიტიკებას საჯაროდ ნამდვილად არ დავიწყებ, მათ უკვე მიიღეს შენიშვნები, რომელსაც მომდევნო შეხვედრისთვის გაითვალისწინებენ. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდეთ.“

„ზოგადად ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების ღრმად მწამს. ყოველთვის დადებითი განწყობით ვმუშაობ და შედეგის იმედი მაქვს.“

„კეილორ ნავასი კარს არ დაიცავს, ჩემი გადაწყვეტილება ასეთია. კოსტარიკელს დასვენება სჭირდება.“

„ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველი 15 წუთი კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ვითარება აირია, რასაც 2 გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ სიტუაციის დალაგება ვერ შევძელით. გპირდებით, სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს იხილავს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მეტოქის სასურველი ანგარიშით დაამარცხებლად.“

„ბევრი მიუთითებს იმის შესახებ, რომ „რეალმა“ გაცილებით ნაკლები ირბინა და ფეხბურთელებს მოტივაცია აკლდათ. გერმანიაში შეხვედრა არა ნაკლებმა სირბილმა, არამედ უცებ გაშვებულმა 2 გოლა გადაწყვიტა.“

„ეჭვი არ მეპარება, „ვოლფსბურგი“ გერმანიში თავს დაიცავს, მაგრამ აგრესიული შეტევებითა და სიმწვავით, მეტოქეს შანსი არ უნდა დავუტოვოთ.“

„დანილო არაფერშუაშია, მას საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ მხოლოდ ბრაზილიელს არაფერში მიუძღვის ბრალი.“

„მიყვარს რთული თამაშები, რადგან დიდ გამოცდილებას ვიღებ, შესაბამისად, საფიქრალიც ბევრი მეძლევა.“

„ვფიქრობ, მთელი სეზონის მანძილზე ჩემი როლი და პასუხისმგელობა სრულად მაქვს გაცნობიერებული. მე ვიცი, რომ „რეალის“ მწვრთნელი ვარ, სადაც უდიდესი მოთხოვნებია, სადაც ყველას ტიტული და ყველა მატჩის მოგება სურს. საკმაოდ მშვიდად ვარ და მუშაობას განვაგრძობ.“

„ნამდვილად არ ვიცი „ვოლფსბურგთან“ იგივე შემადგენლობას ვათამაშებ თუ არა.“

„კარიმ ბენზემა ვერ ითამაშებს, ფრანგმა ფეხბურთელებმა აღდგენითი პროცესი ვერ მოასწრო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.“

„„ეიბარის“ სახით საკმაოდ მძიმე მეტოქე გვყავს. ეს კლუბი წელს შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც სახეზეა.“

„არ ვიცი რომელი ითამაშებს, ისკო ალარკონი თუ ხამეს როდრიგესი, ამას ხვალ გადავწყვეტ.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 აპრილი 2016
  • 8646
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)