ზიდანი:„ჩემ ფეხბურთელებს მოვთხოვ, რომ „ბერნაბეუზე“ წარმოდგენა დადგან“

ზინედინ ზიდანმა „ვოლფსბურგთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველი ტაიმი საშინელება იყო, მეორე ნახევარში შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით და რამდენიმე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა ყველაფერი მადრიდში გადაწყდება. ვფიქრობ, შანსი გვაქვს.“

„არ ვაპირებ იმის განხილვას, პენალი იყო თუ არა. ტაბლოზე 2-0 დაფიქსირდა, რაც გერმანელთათვის ძალიან სასარგებლო ანგარიშია. შეცდომები უნდა გავაანალიზო და უმოკლეს დროში გუნდი მოვამზადო.“

„დანილოს გარკვეული შეცდომები ჰქონდა, თუმცა თამაში გუნდმა ჩააგდო. როდესაც კარვახალი სათადარიგოთა სკამზეა, ბრაზილიელმა ის სრულად უნდა ჩაანაცვლოს.“

„არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, „ბარსელონასთან“ დაღლამ დაღი დაგვასვა თუ არა. წესით ფეხბურთელებს ძალა უნდა მოეკრიბათ და მაქსიმუმი გაეკეთებინათ. საჭიროა, რომ 90 წუთი მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“

„არ ვთვლი, რომ გასვლით თამაშებზე გვიჭირს. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. გუნდმა სხვა ხარვეზები გამოაშკარავა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.“

„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და ვთვლი, რომ შემიძლია პრობლემების გამოსწორება. რამდენიმე დღეში მადრიდის „რეალი“ 1/2 ფინალში უნდა გავიდეს. ჩემ ფეხბურთელებს მოვთხოვ, რომ ბერნაბეუზე წარმოდგენდა დადგან.“

„ბენზემას თამაში აღარ შეეძლო და სწორედ ამიტომ შევცვალე. პირველ მომენტში მან მითხრა, რომ მოედანზე დამეტოვებინა, შემდეგ კი თვითონვე მანიშნა შეცვლისკენ.“

„ცხადია, ახლა ბედნიერი ვერ ვიქნები, ვინაიდან საგონებელში ვარ ჩავარდნილი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ.“

„გასახდელში სრული იდილიაა. გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 აპრილი 2016
  • 7773
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)