მარსელო:„გერმანიაში საბრძოლო განწყობით ჩამოვედით“

ზინედინ ზიდანთან ერთად პრესკონფერენციაზე მარსელო ვიეირამაც ისაუბრა...


„ვიცით, რომ გერმანელები განსაკუთრებული გულშემატკივრობით გამოირჩევიან, აქედან გამომდინარე მძიმე მატჩს ველით, თუმცა ჩვენთვის უცხო არ არის სტვენის ქვეშ თამაში. 1/4 ფინალი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ისე ვითამაშებთ, როგორც ფინალში, ვინაიდან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს.“

„სწორი მიმართულებითა და შემართებით უნდა ვითამაშოთ. გერმანიაში ფოკუსირებულები ჩამოვედით და ვეცდებით, მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი შევთავაზოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

„კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მატჩი „ნოუ კამპზე“ იმართება, გამარჯვებამ ძალა შეგვმატა.“

„ყოველთვის მზად ვარ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსება დავიცვა, ვინაიდან „სელესაოს“ მაისურის მორგება მეამაყება, დანარჩენი კი სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. მე ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შემიძლია. თუ დამიძახებენ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.“

„თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია. ამპლუით მცველი, მაგრამ თუ მწვრთნელი მეტყვის, თავდამსხელებსაც დავეხმარები, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.“

„კატალონიელებთან გამარჯვებამ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა, მაგრამ ის შეხვედრა დავიწყებას მიეცა, ახლა მხოლოდ გერმანელებზე ვფიქრობთ, ვინაიდან ვთვლით, რომ რთული მატჩი გველის.“

„დანტესთან და ლუის გუსტავოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი თანამემამულეები მოვინახულე და მოვიკითხე. ჩვენ ვისაუბრეთ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ ფსონები არ გაგვიკეთებია.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 აპრილი 2016
  • 2305
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)