ზიდანი:„„ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ, მადრიდის „რეალი“ მორალურად გაძლიერდა“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რაც „ელ კლასიკოშიც“ დადასტურდა და წინა დაპირისპირებებში. გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც სეზონის დასკვნით ეტაპზე უმთავრესია. გერმანიში კარგი განწყობითა და შემართებით ჩამოვედით.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ფავორიტებზე საუბარი სისულელეა. ყველა შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს და ბოლომდე დავიხარჯოთ მოსაგებად. გუნდი დიდი მოტივაციით ჩამოვიდა გერმანიაში.“

„ყველა შეხვედრა რთულია, ვინაიდან გადამწყვეტ ფაზაში შევედით. „ელ კლასიკოს“ მოგებით, გუნდი მორალურად გაძლიერდა და მეტი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო. ბრძოლას ორ ფრონტზე ვაგრძელებთ და გვსურს, რომ ყველა დაპირისპირებაში გამარჯვება დაგვრჩეს.“

„ისკოს და ხამეს როდრიგესს დიდ პატივს ვცემ, ისინი განსაკუთრებული მოთამაშეები არიან, ხშირად საოცარ წარმოდგენებს დგამენ და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ. გუნდში 22 მოთამაშე მყავს, რომლისგანაც 11 საუკეთესო უნდა ავარჩიო, აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევს არჩევანის გაკეთება. არის შეხვედრები სადაც ორივე ფეხბურთელი ასპარეზობს, არის დაპირისპირებები, სადაც ერთ-ერთს ეძლევა შანსი, ანაც ორივე სათადარიგოთა სკამზე რჩება. გადაწყვეტილებას საჭიროებისამებრ ვიღებ. ფეხბურთელი მეც ვიყავი და ვიცი, რა ხდება გუნდში, თამაში ყოველთვის ყველას სურს.“

„გერმანელთა წინააღმდეგ საკუთარ გეზს არ გადავუხვევთ და მაქსიმალურად ვეცდებით მეტოქეს საკუთარი სტილი შევთავაზოთ. „ვოლფსბურგმა“ 1/4 ფინალამდე რთული გზა გაიარა, ეს კლუბი დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, ამიტომ იოლად არაფერს დათმობს.“

„„ვოლფსბურგი“ ფიზიკური თვალსაზრისით შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მეც ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად გაცილებით უკეთეს კონდიციაში იყვნენ.“

„BBC ძალიან ბევრს შრომობს. ამ ტრიოსი ძალიან მეიმედება, რადგან ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეუძლია. ძირითადად ეს ფეხბურთელები შეტევით არიან დაკავებულნი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მცველებსაც ეხმარებიან.“

„სერხიო რამოსს დაზიანება ჰქონდა და ტკივილებს გრძნობდა, მაგრამ „ელ კლასიკოში“ მონაწილეობა მიიღო, ის დაბრუნდა. კაპიტანი კოლექტივს ძალიან სჭირდება. „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს, ლა ლიგაში კი 1 მატჩიანი დასვენება მოუწევს.“

„კაზემირო ბრწყინვალე ფეხბურთელია. ბრაზილიელის ასპარეზობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მახსოვს, როდესაც გუნდს სათავეში კარლო ანჩელოტი ედგა, მისი გერმანული ვოიაჟი შესანიშნავი იყო. კაზემირო ყოველთვის ბევრ კითხვას სვამს და რჩევებს იღებს, მისი მიზანი მუდმივი გაუმჯობესებაა.“

„როდესაც თამაში მჭიდროდ მიმდინარეობს, განაპირა მცველებს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვთ, ვინაიდან სწორედ მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე შეტევითი პოტენციალის გაძლიერება. საბედნიეროდ, გუნდში არაერთი მაღალი დონის მცველი მყავს. მარსელოს, დანილოსა და კარვახალის როლი ძალიან დიდია.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 აპრილი 2016
  • 5625
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)