ზიდანი: "ყველაფრით კმაყოფილი ვარ"

"ელ კლასიკოში" გამარჯვების შემდეგ ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.


"იმაზე კარგი არაფერია, როდესაც მთელი გუნდი გაერთიანებულია და ფეხბურთელები ერთად იბრძვიან გამარჯვებისთვის. ჩემი ბიჭები ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ეს დასაფასებელია. ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ნოუ კამზე თამაში მარტივი არ იქნებოდა. მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა კი დასვენების დროა, რათა "ვოლფსბურგისთვის" ძალების აღდგენა მოხერხდეს."

"ფეხბურთში ყველაფერი გარდამავალია. თუმცა ყველაზე იშვიათია, რთული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის მეორე 45 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარო. ჩვენ კი სწორედ ეს შევძელით."

"ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე "ვოლფსბურგის" დამარცხებაა. ამის შემდეგ, კვლავ ლა ლიგაში შევეცდებით მორიგი სამი ქულის აღება. პრიმერა დივიზიონის მოგება რთული იქნება, რადგან "ბარსელონა" ჩვენზე შვიდი ქულით წინ არის. ახლა ფოკუსირებას ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებაზე ვახდენთ."

"გუნდი ნელ-ნელა კარგ ფორმაში შედის. "სევილიასთან" დამაკმაყოფილებელი სანახაობა დავდგით. დავამარცხეთ "ბარსელონაც" და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. სეზონის ბოლოსთვის ფეხბურთელები უმაღლეს კონდიციებში იქნებიან."

"ყველაფერი ნებიჯ-ნებიჯ მიმდინარეობს. მადრიდის "რეალის" მოქმედებებით კმაყოფილი ვარ. "ელ კასიკოში" ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა ჩემი მოთხოვნა გაითვალისწინეს და შეასრულეს, რის გამოც "თეთრებს" მადლობას ვუხდი."

"დღევანდელი გამარჯვება ჩვენს ფსიქოლოგიას გაამყარებს. დარწმუნებული ვარ, წინსვლა აუცილებლად იქნება. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ გუნდს ახლა დასვენება სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ისევე დაიხარჯოს მთელი 90 წუთის განმავლობაში, როგორც ეს "ბარსელონასთან" მოხდა."

"ფიზიკურ დატვირთვას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ. გუნდის თითოეული წევრი მზად უნდა იყოს მოედანზე გამოსასვლელად ნებისმიერ წამს. ვგეგმავ, რომ ფიზ.მომზადებას გაცილებით უფრო მეტი დრო დავუთმო."

"მე როგორც დავინახე, ბეილმა გოლი წესების დარღვევის გარეშე გაიტანა. მიუხედავად ამისა, არ დავიწყებს არბიტრის კრიტიკას, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ უნდა დავეთანხმოთ. ჩვემთვის უფრო მთავარი ისაა, რომ კატალონიიდან გამარჯვებულები ვბრუნდებით, ამის გაკეთება კი ბევრ გუნდს არ შეუძლია. ეს მატჩი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და კმაყოფილი ვარ რეზულტატით."

"ყველა მოთამაშეს მადლობა ვუხდი შესრულებული სამუშაოსთვის. მინდა აღვნიშნო კაზემიროს თამაში, რომელიც სრული დატვირთვით იხარჯება და ყოველ მატჩში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 3 აპრილი 2016
  • 9674
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)