ზიდანი:„კატალონიური კლუბი უნდა დამარცხდეს“

ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ელ კლასიკო“ კართან მოვიდა, მზად ვართ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის. აპრილის თვე საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან 3-4 დღეში ერთხელ მძიმე მატჩების ჩატარება მოგვიწევს.“

„მადრიდის „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უპრინციპულესი მეტოქე დაამარცხოს. ეს შეხვედრა არ იქნება მხოლოდ 3 ქულისთვის, ეს დაპირისპირება იქნება ნამდვილი გამარჯვებისთვის. ფეხბურთელებმა თავდადებით უნდა ითამაშონ.“

„მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი, თუ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები გუნდის „ნოუ კამპზე“ გამოსვლით კმაყოფილები დარჩებიან. აუცილებელია, რომ მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი შევთავაზოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.“

„რა მოხდა წინა შეხვედრაში არ მაინტერესებს. ახლა რევანშის დროა. „ბარსელონას“ დამარცხება აუცილებელია.“

„სამწუხაროდ, რაფაელ ვარანი სრულყოფილად ვერ მოემზადა, ვინაიდან სანაკრებო ბატალიებზე დისკომფორტი იგრძნო, მისი თამაში 99%-ით გამორიცხულია.“

„ლუის ენრიკე? მასთან ფეხბურთელის რანგში არაერთხელ მითამაშია, ვინაიდან ის „ბარსელონას“, მე კი „რეალის“ ღირსებას ვიცავდი. ახლა უკვე სხვა რანგში გადავინაცვლეთ.“

„ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მთელი კვირის მანძილზე ბოლომდე ვიხარჯებოდით, გუნდი მზად არის. აღსანიშნავია, რომ „ნოუ კამპზე“ საბრძოლო შემადგენლობა გამოვა.“

„მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მსურს, რომ უფრო მეტად ბედნიერი ვიყო, ამისთვის კი „ელ კლასიკოს“ მოგებაა საჭირო.“

„ხამეს როდრიგესს მადრიდში დიდ პატივის სცემენ, კოლუმბიელი ფეხბურთელი კოლექტივს ძალიან სჭირდება, აქედან გამომდინარე, მის მიმართ დიდ სითბოს და ყურადღებას გამოვხატავთ.“

„მზადყოფნაში ნამდვილად ვართ. ხვალ კი ვიხილავთ, აჯობებს, თუ არა მადრიდული გიგანტი კატალონიურ გრანდს.“

„BBC ბოლომდე მოემზადა, ამ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვიმედოვნებ, წინა ხაზის მოთამაშეები მაქსიმალურად დაიტვირთებიან და ენრიკეს გუნდს პრობლემებს შეუქმნიან.“

„ფეხბურთელებს ვაიძულე, რომ 0:4-ზე არ იფიქრონ და კატალონიაში წარმატებაზე გააკეთონ კონცენტრაცია.“

„არ მსურს თავიდან ავიცილო შეკითხვები, რომელსაც კარიმ ბენზემაზე სვამთ. პირდაპირ გეტყვით, ფრანგი ფეხბურთელი „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ყურადღებას არ ვაქცევთ.“

„ჩემი საზრუნავი ის არის, რომ „ცხრიანი“ კატალონიელების წინააღმდეგ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“

„ვპროგნოზირებ კარგ შეხვედრას და ჩემი გუნდის გამარჯვებას.“

„გუნდი საკუთარ იდეოლოგიასა და ფილოსოფიას არ შეცვლის. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და „ბარსელონას“ ყველა ასპექტეში ვაჯობოთ.“

„შემადგენლობაში არაერთი ფეხბურთელი მყავს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. ვეცდები საუკეთესო თერთმეტეული ავირჩიო.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2016
  • 6884
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)