რამოსი:„BBC-მ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს“

სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ სპონსორთან, ინტერვიუ ჩაწერა...


„„ელ კლასიკო“ განსაკუთრებული მოვლენაა, ეს არის მატჩი, რომლითაც ყველა ინტერესდება. არ აქვს მნიშვნელობა გიყვარს თუ არა ფეხბურთი, ამ შეხვედრას ყველა უყურებს. ჩვენ არ ვცხოვრობთ „ელ კლასიკოს“ მოლოდინით, მაგრამ ამ საოცარ დაპირისპირებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ. იმედი მაქვს, ლამაზი თამაში გამოვა და გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს, ჩვენ კი გამარჯვებულები დავრჩებით.“

„გუნდის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება იქნება, ამისთვის ყველა ვიბრძოლებთ.“

„ბევრი თვლის, რომ ბრძოლისუნარიანი და მტკიცე ხასიათის ფიგურა ვარ. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ ლეგენდებმა მასწავლეს, რომლებიც წლების მანძილზე იცავდნენ დედაქალაქური კლუბის ღირსებას.“

„BBC-მ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს, ამ ტრიოს საოცრებების მოხდენა შეუძლია, ვინაიდან დიდ კლასს და ხარისხს ფლობს.“

„გუნდიდან იკერ კასილიასის წასვლა ძალიან მძიმე მოვლენა იყო, რომელიც თითოეულმა ფეხბურთელმა განიცადა, ჩვენ დავკარგეთ გენიალური კაპიტანი, მოტივატორი და ლეგენდა, რომელმაც დედაქალაქში ყველაფერი მოიგო, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ იკერს ღირსეული შემცვლელი ჰყავს. კეილორ ნავასის ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია, ახლა ის უმაღლეს დონეზე თამაშობს და ყველა შეხვედრაში ამტკიცებს, რომ მადრიდული გუნდის კიპერობას იმსახურებს.“

„იოჰამ კრუიფი ფეხბურთის ყველა მოყვარულს ემახსოვრება. ჰოლანდიელი ლეგენდის სახით, სპორტის ამ სახეობამ დიდი ფიგურა დაკარგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2016
  • 2286
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)