„რეალს“ უმძიმესი აპრილის თვე ელის

მადრიდის „რეალისთვის“ აპრილის თვე უმძიმესი იქნება. სეზონი დაკვნით ფაზაში შევიდა და გუნდებს მრავალ ფრონტზე უწევთ ბრძოლა...


ზინედინ ზიდანის შეგირდები აპრილის თვეში ძალიან მძიმე შეხვედრებს გამართავენ.

30 დღის მანძილზე დედაქალაქურ კლუბს 8 შეხვედრის გამართვა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქომაგებს „ბლანკოსის“ თამაშის ხილვის საშუალება 3-4 დღეში ერთხელ ექნებათ.

თვე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშით იხსნება, რომელსაც „მერენგები“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავენ.

„ელ კლასიკოს“ შემდეგ, ზიზუს გუნდი კონცენტრაციას „ვოლფსბურგზე“ გადაიტანს, შეხვედრა 6 აპრილს ჩაინიშნა.

9 აპრილს „მერენგები“ „ეიბარს“ დაუპირისპირდებიან.

12 აპრილს, „რეალს“ გერმანული „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ განმეორებითი დაპირისპირების გამართვა მოუწევთ.

16 აპრილს დედაქალაქელები „ხეტაფესთან“ გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას, 20 აპრილს კი „ვილიარეალს“ უმასპინძლებენ.

23 აპრილს, კიდევ ერთი დერბი გაიმართება „რაიო ვალეკანოსთან“, 30-ში კი „ბლანკოსი“ „რეალ სოსიედადთან“ ითამაშებს სტუმრად.

როგორც ხედავთ, მადრიდელებს ძალიან რთული და მატჩებით დახუნძლული კალენდარი აქვთ.

იმედი ვიქონიოთ, რომ „ვოლფსბურგთან“ ორმატჩანი დუელის შემდეგ, „ბლანკოსის“ კალენდარს კიდევ 2 დაპირისპირება, შემდეგ კი ფინალი დაემატება. dle 10.1

  • Hala
  • 29 მარტი 2016
  • 4669
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)