ბუტრაგენიო:„მორატა მადრიდში დაბრუნდება, შემდეგ კი მის მომავალზე ვისაუბრებთ“

ემილიო ბუტრაგენიომ „სევილიასთან“ მატჩი შეაფასა...


„შესანიშნავი მატჩი იყო. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და რეალიზაციაც მოვახდინეთ. მართალია, შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გაფუჭდა, ასევე მსაჯმა ჩვენი გოლი არ ჩათვალა, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ.“

„კაზემიროს თამაში მხოლოდ ქებას იმსახურებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზეა. ის შესანიშნავია, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე მშვენივრად ეხმარება მცველებს და რაც ყველაზე მთავარია, ბალანსს ინარჩუნებს.“

„კეილორ ნავასმა ძალიან ბევრი „სეივი“ განახორციელა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. კოსტარიკელს კარის მშრალად შენახვაში დიდი წვლილი მიუძღვის.“

„ნაჩო ვეტერანივით თამაშობს, ის უშეცდომოა და გუნდს ძალიან სჭირდება.“

„გარეთ ბეილი შეტევაში ძალიან პროდუქტიული იყო, უელსელი დიდ საქმეს ასრულებს.“

„სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. შემადგენლობის მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. ვიმედოვნებ, ასეც გაგრძელდება.“

„ალვარო მორატა „რეალის“ საკუთრებაა, ის აუცილებლად დაბრუნდება მადრიდში, შემდეგ კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა.“

„კატალონიელებთან ბრძოლას ვგეგმავთ.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გერმანელებს დავუპირისპირდებით და მაქსიმალური კონცენტრაციით ვეცდებით წარმატების მიღწევას.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 მარტი 2016
  • 3102
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)