ზიდანი:„შესაძლოა, სეზონის ბოლოს მეც დამითხოვონ“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„გამიხარდება, თუ გავიმარჯვებთ. ლა ლიგაში ყველა მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც გუნდი იგებს, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა, აქედან გამომდინარე „ლას პალმასის“ დამარცხებას შევეცდებით.“

„მოხარული ვარ, რომ სააპელაციო ინსტანციამ კარიმ ბენზემას სანქციებუ გაუუქმა, ჩემ თანამემამულეს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში უკვე შეეძლება, დანარჩენს კი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.“

„ბენზემა ხვალ ვერ ითამაშებს, მომდევნო კვირაში კი დაკვირვების შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვიმედოვნებ, „სევილიასთან“ მძიმე პაექრობაში, ჩემი თანამემამულე მოედანზე გასვლას შეძლებს.“

„რაფაელ ნადალი ლეგენდარული ჩოგბურთელია. რა უნდა ვთქვა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე? ვფიქრობ, დიდი სისულელეა. რაფა მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.“

„ვეცდებით ხვალ გავიმარჯვოთ. „ლას პალმასს“ საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. ამ კოლექტივმა ლა ლიგაში სულ ცოტა ხნის წინ გადმოინაცვლა, აქედან გამომდინარე, ბევრს იბრძოლებენ იმისათვის, რომ სეზონის რაც შეიძლება კომფორტულ პოზიციაზე დაასრულონ.“

„ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება ზაფხულში, მაგრამ ახლა დავიდ დე ხეაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ის „რეალის“ მეკარე არ არის. ჩვენს კარს კეილორ ნავასი იცავს, რომელიც მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს, რომ ძალიან მაღალი დონისაა. კოსტარიკელის შედეგები ჩემპიონთა თასზე საოცარია. კიკო კასილიას დიდი კონკურენციის ქვეშ უწევს ყოფნა. რაც შეეხება იანიესს, ის ახალგაზრდაა და ვთვლი, რომ დიდი მომავალი აქვს.„

„მარსელო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მისნაირი ფიგურა მსოფლიოში რთული მოსაძებნია. არ ვიცი, რას და როგორ წყვეტს ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი, თუმცა ვიეირას დონის მოთააშის გამოყენება აუცილებელია.“

„ეჭვი არ მეპარება, რომ კარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, ფრანგი კი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე საოცრებებს ჩაიდენს, ის „მამლებს“ ძალიან სჭირდება, ვინაიდან შეტევითი პოტენციალის სრული გამოყენებაა საჭირო.“

„დაცვაში 4 შესანიშნავი ფეხბურთელი მყავს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია. „ლას პალმასთან“ ითამაშებს ცენტრალურ მცველთა საუკეთესო დუეტი. რაფაელ ვარანს დიდი მომავალი აქვს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის აჩვენებს, რომ უმაღლესი კლასის შეგირდია.“

„ტრავმები აღმოფხრვულია და ვიმედოვნებ, რომ კარიმიც სულ მალე დაგვიბრუნდება. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელთა ნაკლებობამ სერიოზული პრობლემები შექმნა.“

„ლორან ბლანს ვესაუბრე და „პსჟ“-ს წარმატება მივულოცე. არ არის გამორიცხული, პარიზელები ჩვენი მეტოქეები გახდნენ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. სულ მალე კენჭისყრა გაიმართება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.“

„მიმდინარე თვეში მხოლოდ 2 შეხვედრას გავმართავთ. სრულ კონცენტრაციას „ლას პალმასთან“ და „სევილიასთან“ დაპირიპირებებზე ვახდენთ.“

„სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ რა ტრანსფერებს განახორციელებს გუნდი ზაფხულში. ცვლილებები ნამდვილად იქნება, მაგრამ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ახლა სასაცილოდ მიმაჩნია. შესაძლოა, სეზონის ბოლოს მეც დამითხოვონ, ეს ხომ არასდროს არავინ იცის?!“

„კაზემიროს პროგრესი აშკარაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში საკმაოდ ეფექტურად და ნაყოფიერად გამოიყურება.“

„დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდ კონკურენციას აქვს ადგილი. კარვახალი და დანილო ძალიან ბევრს შრომობენ, ამიტომ არჩევანის გაკეთება მიჭირს. ორივე მოთამაშეს შეუძლია გაუმჯობესება, მათი თამაშით ბედნიერი ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 მარტი 2016
  • 6256
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)