ზიდანი:„კრიშტიანოსგან არასდროს არაფერია გამორიცხული“

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენი ფილოსოფია არ იცვლება. 2 ბურთიანი სხვაობა საკმაოდ სოლიდური და კომფორტულია, მაგრამ „რეალის“ იდეოლოგია მხოლოდ შეტევა გახლავთ, სანტიაგო ბერნაბეუზე ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“

„ბევრი ფიქრობს, რომ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია და გუნდს 1/4 ფინალში ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა მე ასე არ ვთვლი. ლუჩანო სპალეტიმ შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რომაელებმა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 7 დაპირისპირება მოიგეს და ბრწყინვალე თამაშს აჩვენებენ.“

„ხამეს როდრიგესი ყველა მითითებას ასრულებს, მაგრამ მე მისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვ, ვინაიდან შესაძლებლობების დიდი არსენალი აქვს. კოლუმბიელ ფეხბურთელს დიდი პროგრესის ჩვენება ძალუძს.“

„გულშემატკივართა სტვენა? სტადიონს ყოველთვის სავსეს ვხედავ. მადრიდის „რეალს“ საამაყო ქომაგები ჰყავს.“

„კრიშტიანო რონალდუს გაყიდვის მომხარე ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები, ვინაიდან ის საუკეთესო მოთამაშეა და ძალიან დიდ შესაძლებლობებს ფლობს. პორტუგალიელი მოთამაშისგან არასდროს არაფერია გამორიცხული.“

„არ ვფიქრობ ლა ლიგაზე, სეზონის დადებით და უარყოფით ასპექტებზე და ასე შემდეგ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვარ ორიენტირებული. „ბლანკოსმა“ კარგად უნდა ითამაშოს და 1/4 ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვოს.“

„როდესაც კოლექტივი კარგად თამაშობს და ფეხბურთი სანახაობრივია, გულშემატკივარი ბედნიერედება. ვეცდებით, ხვალ ნამდვილი წარმოდგენა დავდგათ.“

„რომის „რომას“ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომ უშეღავათოდ იბრძოლებენ.“

„მარსელო ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს. არ ვიცი , რა ხდება ბრაზილიაში და რას ფიქრობს იქაური შტაბი, მაგრამ ვიეირას დონის განაპირა მცველი „სელესაოს“ ნამდვილად არ ჰყავს.“

„არ მაინტერესებს ჭორები, დიდი მითქმა-მოთქმა, კრიტიკა და ასე შემდეგ. გუნდი მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული.“

„ბორხა მაიორალმა ძალიან დიდ ტემპს გაუძლო და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ფეხბურთელს უდიდესი ნიჭი აქვს, რომლის სწორი გამოყენებაა საჭირო. აღელვება და ენთუზიაზმი უნდა ჩაცხრეს და ახალგაზრდას განვითარების საშუალება მიეცეს, ის ჩემთან ერთად იქნება და სწორედ ჩემი კონტროლით ივარჯიშებს.“

„გარეთ ბეილი სათამაშოდ მზად არის. უელსელ ფეხბურთელს გუნდის დახმარება სრულფასოვნად შეუძლია.“

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც ფეხბურთელები სხვა განწყობითა და შემართებით თამაშობენ. რომაელებთან დაპირისპირების შემდეგ, ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა, ვინაიდან მომდევნო დაპირისპირება 13 მარტს გაიმართება, აქამდე ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს მოედანზე გასვლა, რაც იოლი არ არის.“

„ფრანჩესკო ტოტი გენიალური ფეხბურთელია, ის ხომ რომაელთა დამსახურებული ლეგენდა გახლავთ. ამ კლუბის ისტორიაში ასეთი ფეხბურთელი არ მოიძებნება. ვფიქრობ, სპალეტიმ ის ხშირად უნდა ათამაშოს და სანამ კარიერას დაასრულებს, გულშემატკივრებს მისი ხილვის საშუალება უნდა მისცეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 მარტი 2016
  • 6872
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)