ზიდანი:„ის, რასაც აკეთებს რონალდუ, მე არ შემეძლო“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფენრეცია გამართა...


„შეხვედრის პირველ ტაიმში თანაბარი თამაში წარიმართა და საკმაოდ კონკურენტუნარიანო დაპირისპირება გამოდგა. მეორე 45 წუთში ზეწოლა გავაძლიერეთ და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. როდესაც გუნდი ტემპში თამაშობს, მიზანი იოლი მისაღწევია.“

„კრიშტიანო რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი არსებობს, ვისაც თითო შეხვედრაში 3, 4 და მეტი გოლის გატანა შეუძლია. რონი არასდროს ნებდება, მისი მაქსიმალისტობა ძალიან დასაფასებელია. პორტუგალიელს უნდა მიბაძონ.“

„ერთმა ყველასთვის, ხოლო ყველამ ერთისთვის უნდა ითამაშოს, ვინაიდან კოლექტივში პრობლემებია. მარსელოს და ბეილის დაბრუნებამ ძალა შეგვმატა. იმედი მაქვს, საკადრო პრობლემები აღარ გვექნება.“

„გარეთ ბეილთან ინტენსიური საუბრები მაქვს. უელსელი დაბრუნდა და გუნდის დასახმარებლად მზად არის. არ ვიცი, ითამაშებს, თუ არა სასტარტოში „რომას“ წინააღმდეგ.“

„90 წუთის მანძილზე ვდომინირებდით და მაქსიმალურად ვცდილობდით სიტუაციის გამწვავებას ეს შეხვედრა განსხვავებული სცენარით წარიმართა. მსურს, გავიხსენო „დეპორტივოსთან“ დაპირისპირება, როდესაც ყველაფერი პირველ ტაიმში დავასრულეთ, შემდეგ კი ყველაფერი მშვიდად წარვმართეთ და სოლიდური ანგარიშით გამარჯვება შევძელით.“

„ვარჯიშებზე 2-3 ტაქტიკა მუდმივად იხვეწება. აუცილებელია, რომ გუნდმა კონტრ-შეტევაზე თამაში დახვეწოს, ბურთის ფლობა, ტემპის მომატება და სიმწვავე კი გარდაუვალია. თამაში უნდა ვიცოდეთ, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ, სხვაგვარად შედეგებს ვერ მივაღწევთ.“

„ვიგოელებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. საბედნიეროდ, მათი სუსტი წერტილები სათანადოდ გამოვიყენეთ და ბევრი გოლის გატანა შევძელით.“

„კრიშტიანოს გოლები ნამდვილი საოცრება იყო. ეს გახლდათ ერთმანეთზე ლამაზი მომენტები. არ ვიცი, რას ნიშნავს პოკერის შესრულება, ვინაიდან 4-ჯერ არასდროს გამიტანია. პორტუგალიელი ფეხბურთელი იშვიათი მოვლენაა, რომელიც 40 წუთში მეტოქეს არბევს.“

„კარგ ხასიათზე ვართ. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. ახლა უკვე დროა, დავისვენოთ და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე ვიფიქროთ, ვინაიდან „რომასთან“ რთული პაექრობა გველის. საჭიროა თავდადება და მაქსიმალური ყურადღება.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 მარტი 2016
  • 10054
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)