ზიდანი:„ნახევარდაცვაში დიდი ცვლილებები იქნება“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდებს დიდ ყურადღებას ვუთმობ და მათ სათამაშო შანსი აუცილებლად მიეცემათ. ჩვენ ყველა ერთ გუნდს წარმოვადგენთ და ერთი მიზნისთვის ვარ გაერთიანებულნი.“

„მიხარია, რომ გარეთ ბეილი ბრუნდება, უელსელი ფეხბურთელი სულ მალე შეძლებს 90 წუთის მოედანზე გატარებას. ხვალინდელ შეხვედრაში იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.“

„ვალენსიელებთან შეხვედრაში ბევრი დადებითი და უარყოფითი ასპექტი გამოჩნდა, ახლა კი „სელტასთან“ მოგვიწევს ურთიერთობის გარკვევა. ვიმედოვნებ, გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.“

„ლუკა მოდრიჩი მზად არ არის, ხორვატი ფეხბურთელი დაგვაკლდება.“

„მარსელო ვიეირამ ტრავმა მოირჩინა და განაცხადში მოხვდება.“

„ნათელი მიზნები გვაქვს და საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას.“

„ტონი კროოსს გრიპი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, აქედან გამომდინარე, მისი შემადგენლობაში ხილვა წარმოუდგენელია.“

„ბორხა მაიორალი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ის კიდევ არაერთხელ მიიღებს სათამაშო წუთებს.“

„მოთამაშეები თვითონაც ატყობენ, რომ გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო გაუმჯობესებელია და კარგი შედეგების მიღება შეუძლია. ტრავმიანობის ფონზე, საერთო აურა არ იცვლება.“

„დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რა გზაც ჩვენ ავირჩიე, აბსოლუტურად მართებულია. გუნდს დიდი რესურსი აქვს, რომელიც სათანადოდ უნდა იქნას გამოყენბული. დასაკარგი არაფერი გვაქვს? თითოეულ მოთამაშეს ბოლო ტურამდე მაქსიმუმი მოეთხოვება.“

„ახლა მხოლოდ ვიგოელებზე ვფიქრობ, კვირიდან კი იტალიელებთან შეხვედრაში ვიფიქრებ. „რომასთან“ სოლიდური გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ყველაფერი მეორე 90 წუთში გადაწყდება.“

„კაზემირო ტექნიკურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მას მომაება შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, დროის გასვლსთან ერთად, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.“

„სასტარტო შემადგენლობი ფორმირება ჯერ არ დამისრულებია. ყველაზე დიდ ცვლილებებს ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ, ვინაიდან კროოსი და ლუკა ვერ ითამაშებენ.“

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხამეს როდრიგესი გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი არ არის, ძალიან ცდება კოლუმბიელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია.“

„ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ, ვიდრე „ლევანტესთან“, ვინადან შემადგენლობაში მატებაა.“

„ფეხბურთელების ერთმანეთის მიმართ დიდი სითბო და პატივისცემა აქვთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიწევს ყოფნა, არასწორი ხედვები აქვს. მშვიდად ვარ და საკუთარ სამუშაოს პირნათლად ვასრულებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 მარტი 2016
  • 5938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)