ზიდანი:„წავალ თუ არა გუნდიდან? სეზონის ბოლოს დიდი ცვლილებები იქნება“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„ლა ლიგაში პირველ ადგილოსანსა და ჩვენს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ მერწმუნეთ, გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმალური შედეგის დადებას ეცდება.“

„კრიშტიანოს უკვე ვესაუბრე, ჩვენ ერთად გადავლახავთ არსებულ პრობლემებს, აქედან გამომდინარე აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.“

„ისკოსთან და ხამეს როდრიგესთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. ჩვენ არ ვფიქრობ საზახფულო ტრანსფერებზე და შესაბამისად, არც იმაზე გვაქვს საუბარი ვინ წავა და ვინ დარჩება. ამ ეტაპზე ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, რომელიც ფინიშამდე წარმატებით უნდა მივიდეს. მთავარია ბრძოლა და თითოეულ შეხვედრაზე ბოლომდე კონცენტრაცია.“

„მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა იციან, რომ მადრიდის „რეალში“ შემადგენლობის მხრივ დიდი პრობლემებია, ამიტომ ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცდებიან.“

„ითამაშებენ ის შეგირდები, რომლებიც 100%-ით იქნებიან მზად. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.“

„როდესაც თამაშებს ვიგებდით, ყველას ყველაფერი ნათელ ფერებში წარმოედგინა, წაბორძიკების შემდეგ კი საოცარი სიუჟეტები შექმნეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი ყოველდღე უმჯობესდება და სულ მალე ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს. არსებული საკადრო პრობლემების გამო, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა გაგვიჭირდა.“

„მადრიდული დერბის შემდემ ძალიან ბევრი სისუსტე დავინახე, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს შეხვედრა ბევრ რამეში დაგვეხმარა. მხოლოდ უარყოფის დანახვა არ შეიძლება.“

„ლუკა მოდრიჩის თამაში საეჭვოა. ბორხა მაიორალის ასპარეზობით კი კმაყოფილი ვარ, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი მომავლისა და ტალანტის მქონე ფეხბურთელია.“

„ჩვენ მესამე ადგილზე ვართ, სხვაობა კი 12 ქულაა, რაც შანსებს ამცირებს, თუმცა ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია. სხვაობა 27 ქულაც რომ იყოს, მადრიდის „რეალი“ ვალდებულია ქომაგებს პატივი სცეს და ყველა შეხვედრაში მაღალი კლასი აჩვენოს.“

„ფიზიკური თვალსაზრისით გუნდი უკეთ ემზადება, შეხვედრის 90 წუთს ტემპში ვატარებთ, რაც დიდი მიღწევაა, თუმცა უფრო მეტიც შეგვიძლია.“

„სიმეონეს გუნდთან განცდილი მარცხი აღარ უნდა განმეორდეს, ამისთვის „რეალმა“ ყველაფერი უნდა იღონოს.“

„წავალ თუ არა გუნდიდან? 3 და 4 თვის შემდეგ რა მოხდება არავინ იცის, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ „ბლანკოსის“ წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.“

„გარეთ ბეილი სასურველ კონდიციას უბრუნდება, რაც ძალიან მახარებს. წინა ხაზში სერიოზული პრობლემები გვაქვს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.“

„არ მსურს რეალობას თვალი გავუსწორო და მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რომ გუნდის შემადგენლობას უამრავი ლიდერი აკლია, მხოლოდ დადებითი ასპექტების გათვალისწინებით და იმედით უნდა ვიმოქმედო.“

„ვერ გეტყვით, რა ელის გუნდის ფეხბურთელებს სეზონის ბოლოს. იმას ნამდვილა გეტყვით, რომ ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა და სხვა არაფერი.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მარტი 2016
  • 6354
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (328)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)