კრიშტიანო რონალდუ:„ძალიან დიდი დარტყმა მივიღე“

კრიშტიანო რონალდუმ მადრიდულ დერბიში დამარცხების შემდეგ ისაუბრა...


„ძალიან დიდი დარტყმა და ტკივილი მივიღე. არაერთი მცდელობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შევძელი, სიმეონეს გუნდს კი ძალიან გაუმართლა.“

„გუნდს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რაც პირველ რიგში საკადრო რესურსში გამოიხატება. რთულია ითამაშო ბენზემას, ბეილის, მარსელოს და პეპეს გარეშე.“

„კარიმმა მხოლოდ 45 წუთი ჩაატარა, პირველივე წუთებიდან კი ტკივილებს გრძნობდა და დისკომფორტით უწევდა ასპარეზობა.“

„ლა ლიგაში ჩვენი შანსები ნულს გაუტოლდა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში მოდუნებას არ ვაპირებთ.“

„იძულებულნი ვართ, ჩემპიონთა თასზე ვიფიქროთ. ამ ტურნირის მოგება ურთულესია, მაგრამ არა შეუძლებელი.“

„ზიდანს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, ეს ადამიანი ნამდვილად მისაბაძი და დიდი მოტივატორია.“

„კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთში საუკეთესოდ გამოიყურება, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, რომ ენრიკეს გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„როგორ ადარებთ BBC-ს და MSN-ს, როდესაც ჩვენ სეზონის 50%-ით კი ვერ ვითამაშეთ ერთად.“

„ძალიან გთხოვთ, ჩემ კომენტარს სხვა ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ. მე მსიამოვნებს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად თამაში, ისინი არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ ბეილთან და ბენზემასთან შექმნილი ტრიო გაცილებით ეფექტურია, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ეტაპზე ტრავმიანობა დაღს გვასვამს.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 თებერვალი 2016
  • 9071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)