რონალდუ: „ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია“

კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა Mahou-სთან (ლუდის კომპანია), სადაც ის აღნიშნავს, რომ პრიმერა დივიზიონი მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია.


„ნამდვილად დიდი პატივია პლანეტის ყველაზე ბუმბერაზი გუნდის ღირსების დაცვა, თუმცა ამასაც აქვს თავისი მინუსები.„რეალის“ ფეხბურთელზე ყოველთვის დიდი ზეწოლა მოდის.წლების განმავლობაში გამოვდივარ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და სიმართლე გითხრათ, უკვე მივეჩვია ასეთ გარემოში ცხოვრებას.კლუბის მასშტაბებიდან გამომდინარე, ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ ჩვენზე.ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ „ბლანკოსის“ რიგებში ვირიცხები.“

„ჩვენი გულშემატკივრები პირველ პლანზე აყენებენ ჩემპიონთა ლიგას.2 წლის უკან მოგვეცა პრესტიჟული ტურნირის მოგების შანსი და საბედნიეროდ, გამოვიყენეთ, რამაც უსაზღვრო ემოცია მოგვანიჭა ფეხბურთელებსა და ქომაგებს.ვამაყობ მადრიდში გატარებული წლებით.“

„მუდამ ვფიქრობდო „რეალში“ თამაშსა და იმის დამტკიცებაზე, რომ საუკეთესო ვარ.ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობდი წარმატების მიღწევას და საერთო ჯამში, თასებთან ერთად, ბევრი გოლი და წარმოდგენები დამიგროვდა.შეიძლება ნელი ტემპით, მაგრად ყველგან დავტოვე ჩემი კვალი, სადაც მითამაშია.ყოველთვის სასიამოვნოა ფანების მხარდაჭერა.ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ისინი ჩემ გვარს სკანდირებენ.“

„კარგად გვესმის, რომ ჩემპიონატის მოსაგებად გრძელი გზის გავლაა საჭირო.ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ლა ლიგისათვის.ვიმედოვნებ, მადრიდულ დერბიში 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში.“

„პრემიერ ლიგაში 6 წელი გავატარე და ვფიქრობ, მეტად მომხივლელი ტურნირია.ახლა ესპანეთში ვბურთაობ და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პრიმერა საუკეთესოა მსოფლიოში.“

„მოედანზე, ყოველთვის, მარჯვენა ფეხით შემოვდივარ და ნახტომს ვაკეთებ.ეს გარკვეული რიტუალივითაა, განსაკუთრებული არაფერი.ვცდილობ, რომ წინა თამაშზე უკეთესად ვიასპარეზო.“

„რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ ბევრი რამით ვარ დაკავებული: მაგ: კინოში წასვლა, მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად ვახშამი და ა.შ.“

„ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგაც მადრიდში გავაგრძელებ ცხოვრებას.ამ ქალაქმა ძალიან ბევრი მომცა.“

MARCA dle 10.1

  • Nodarii
  • 26 თებერვალი 2016
  • 5330
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)