ზიდანი: „მნიშვნელოვანი იყო კარის მშრალად შენახვა“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა, რომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ადრეც გითხარით, რომ ძალიან მახარებს კრიშტიანუს გოლები.გულშემატკივრებს ყოველთვის დიდი მოლოდინები აქვთ პორტუგალიელთან მიმართებაში და ისიც ჩინებულად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.მინდა, ბიჭებს გამარჯვება მივულოცო, რამეთუ მათ დაიმსახურეს ეს.პირველი ნახევარი საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ შესვენების შემდეგ გამოვასწორეთ ბურთაობა.“

„რა თქმა უნდა, გასვლითი მატჩები ჩატარება ადვილი არ არის.ჩემი აზრით, ამჯერად, გაცილებით უკეთესად ვიასპარეზეთ, ვიდრე „ბეტისთან“ და „გრანადასთან.“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და კარის მშრალად შენახვა, რაც წარმატებით შევასრულეთ.“

„ცხადია, გახარებულნი ვართ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ვინაობა გარკვეულია.ვნახოთ, რა მოხდება საპირისპირო შეხვედრაში.ახლა, ისევ პრიმერაზე უნდა გადავერთოთ, სადაც „მალაგას“ ძლევა გვმართებს.“

„ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდი და არა კონკრეტული ფეხბურთელი.ყოველთვის არის ერთი მოთამაშე, რომელსაც გარდატეხა შეაქვს მატჩში და დღეს, კრიშტიანუ გამოდგა ასეთი.~

„ბარსელონას“ ჰანდიკაპი საგულისხმოა, თუმცა ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას.გუნდი დაისვენებს და მომავალი პაექრობისთვის კარგად მოემზადება.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 18 თებერვალი 2016
  • 3651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)