ზიდანი: "მარსელო მხოლოდ ერთი პირობით ითამაშებს"

ზინედინ ზიდანმა "რომასა" და მადრიდის "რეალის" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.


"ჩემი გუნდი მზადებას განაგრძობს. დღეს დილით ვარჯიში გავმართეთ. ფეხბურთელები ერთ მუშტად იკვრებიან და გუნდს აძლიერებენ. წინ ძალიან რთული მატჩი გველის. "რომა" საკმაოდ მაღალი დონის კლუბია და მათთან იოლი გასეირნება არ გველის."

"ფეხბურთის ქომაგები უდიდეს პატივს სცემენ ისეთ მოთამაშეებს, როგორიც არის ტოტი. ფრანჩესო ნამდვილი ლეგენდაა. მისი თამაში რომაელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"იტალიურ ფეხბურთს ასე თუ ისე ვიცნობ. მათ უყვართ ჩაკეტილი თამაში და ისინი ორიენტირებულნი არიან ფიზიკურ მონაცემებზე. იტალიელებს ძალიან კარგად ეხერხებათ ენერგიების გადანაწილება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მატჩი დაძაბული იქნება."

"მარსელო მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ იგი ამისთვის 100% იქნება მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე გარისკვას არ ვაპირებ, რადგან ბრაზილიელ მცველზე ბევრი რამ არის დამოკიდებული."

"აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ველოდები ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს სადებიუტო შეხვედრას, მწვრთნელის რანგში. ეს არის ბრწყინვალე გათამაშება, რომლის მოგებაზეც ოცნებობს როგორც ყველა ფეხბურთელი, ასევე ყველა მთავარი მწვრთნელი. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები "რომასთან" მატჩს."

"სიმართლე რომ გითხრათ, არც მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, ფეხბურთელის რანგში და არც ვაპირებ გახსენებას, რადგან ახლა მხოლოდ რომაელების დამარცხებაზე ვფიქრობ."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 16 თებერვალი 2016
  • 6673
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)