ვარანი:„ზიდანის გავლენა გუნდზე ძალიან დიდია“

რაფაელ ვარანმა ჟურნალისტების საინტერესო კითხვებს უპასუხა...


- რამდენად სახიფათოა „რომა“?

ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც მწვრთნელიც ცვლილება მოხდა და იტალიური კლუბი ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა, ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ. მადრიდის „რეალის“ მიზანი ჩემპიონთა თასის მოგებაა, აქედან გამომდინარე ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად მზად ვართ.

- განსაკუთრებული მეთოდით ემზადებით?

არა. ზიდანი არცერთ თამაშს არ აქცევს იმაზე დიდ ყურადღებას, რაც საჭიროა. ჩვენ ისეთივე ტემპში ვვარჯიშობთ და ბოლომდე ვიხარჯებით. არ აქვს მნიშვნელობა მატჩს, მთავარი ყოველთვის ბოლომდე ვარჯიშია. ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, რომ მეტოქეს ძლიერი მხარეების გამოვლენის საშუალება არ მივცეთ.

- რა გავლენა აქვს ზიზუს გუნდზე?

ზიდანი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი. სწრაფი და სანახაობრივი შეხვედრები. შეტევა ფრანგის მთავარი მეთოდია. ზიზუმ ვარჯიშებზე ახალი წესები შემოიტანა, მისთვის ყველაზე მთავარი მეტი ფიზიკური ვარჯიშია, ვინაიდან თვლის, რომ გადამწყვეტ მომენტებში სწორედ ეს ასპექტი იჩენს თავს. ზინედინი შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს, ფეხბურთელებისგან დიდ პატივისცემას იღებს. ვარჯიშებზე ახალ-ახალ იდეებს გვაწვდის. ხანდახან ვიკრიბებით და გარკვეულ ვიდეოს ვუყურებთ, რათა მისი ახსნილი უფრო კარგად გავითავისოთ.

- სულ რაღაც 22 წლის ხართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე სეზონინ დაიწყეთ...

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ძალიან დიდ გამოცდილებას მოვუყარე თავი. ჩემპიონთა ლიგა არის დიდი გამოწვევა, დიდი მოტივაცია. როდესაც ამ ტურნირის ჰიმნი გესმის, ბრძოლისუნარიანი ხდები. ყველა სეზონის დასაწყისი ახალი გამოწვევებით სავსეა.

- 18 წლის იყავით, როდესაც „რეალმა“ დაგიმატათ. მას შემდეგ დიდი გამოცდილება მიიღეთ?

დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც ადამიანური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. იმედი მაქვს, საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებას შევძლებ. ერთ-ერთი ასპექტი, რაშიც ძალიან დავიხვეწე საჰაერო ორთაბრძოლებია, სადაც ფიზიკურ ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- შეგიძლიათ აღწეროთ ლისაბონის ფინალი?

ამის აღწერა შეუძლებელია, ეს იყო საოცარი სიხარული და ბედნიერება, რომელიც ფეხბურთელებს დაგვეუფლა და ქომაგებზე გადავიდა. ვისაც უყვარს სპორტი, მისთვის გასაგებია, თუ რამხელა სიხარულია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება. ყოველდღე ვმუშაობ იმისათვის, რომ კიდევ შევძლო ჩემპიონთა თასის მოგება, ეს თასი ნამდვილი საოცრებაა.“

- როდის მიხვდით, რომ პროფესიონალური თამაში შეგეძლოთ?

ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დავინტერესდი ფეხბურთით, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მხოლოდ ეზოში თამაშით ვკავდებოდი, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. დიდი შრომის შედეგად საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხის მოკიდება შევძელი.
dle 10.1

  • Hala
  • 15 თებერვალი 2016
  • 4834
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)