ზიდანი:„მოურინიოს ვარანი სურს? ის „რეალში“ დარჩება“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„როდესაც ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის, რისკის გაწევა არ ღირს. წინ ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, სადაც გარეთ ბეილის დახმარება დაგვჭირდება, აქედან გამომდინარე უელსელს ბასკებთან შეხვედრაში მოედანზე გასვლის საშუალებას არ მივცემთ.“

„მოთამაშეს ტკივილები აქვს? ესეიგი ის მოედანზე არ უნდა იყოს. გარეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როდესაც სრულად განიკურნება.“

„აუცილებელია, რომ ბეილს დრო მიეცეს. გასაგებია, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იყო და გუნდის წინა ხაზს გაცილებით ეფექტურს ხდიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნების შემდეგ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„მე არ მაინტერესებს ითამაშებს თუ არა ბერნაბეუზე „ბარსელონა“, ვინაიდან ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ.“

„ბილბაოს „ატლტიკის“ სახით რთული მეტოქე გყვავს, მათ ჰყავთ ადურისი, რომელიც უკვე 35 წლის არის, მაგრამ უმაღლესი კლასის ფორვარდია. ვფიქრობ, მისი განეიტრალება მოგვიწევს.“

„მოურინიოს ვარანი სურს? სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ რაფაელი მადრიდში ბედნიერია და ჩემთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.“

„საშინაო არენაზე შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ და მეტოქეს არაერთ ბურთს გაუტანენ. პუბლიკის წინაშე კარგი თამაში, მთავარი ვალდებულებაა.“

„სამეფო თასის ფინალი? ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ, როგორც „ბარსელონას“, ასევე „სევილიას“, ეს საკითხი ჩემთვის დახურულია.“

„მარსელოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმირებულია. მართალია მას თამაში სურს, მაგრამ რისკი არასდროსაა მართებული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა არ არის.“

„ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3-4 დღეში ერთხელ თამაში მოგვიწევს. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ფეხბურთელები ფიზიკურად მზად უნდა იყვნენ. მთავარია ეფექტური თამაში და გამარჯვება.“

„იმედი მაქვს, ბენზემას საქმეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. ფრანგს სურს, რომ ფოკუსირება მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინოს, მაგრამ გამუდმებული სასამართლოები და გამოძიება მას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.“

„გულშემატკივრები საკუთარი ოვაციებით და მხარდაჭერით მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელთა დახმარებას, მათი როლი ძალიან დიდია.“

„90 წუთს იდეალურად ვერ ითამაშებ, თუმცა შესაძლებელია, რომ შეხვედრის 80%-ზე მეტი მაღალ დონეზე ჩაატარო და სასურველი რეზულტატი მიიღო.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2016
  • 4428
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)