ზიდანი:„მესი? მას არ აქვს კრიშტიანოს თვისებები“

ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან მნიშვნელვან თემებზე ისაუბრა...


„ლიონელ მესი? უდავოდ, არგენტინელი ფეხბურთელი საოცარ წარმოდგენებს გვთავაზობს, მაგრამ ჩემი აზრით, მას არ აქვს ის მონაცემები და თვისებები, რაც კრიშტიანოს . პორტუგალიელი ფეხბურთელი განსაკუთრებული შრომისუნარიანობით და უნივერსალობით გამოირჩევა. რონი მოედანზე ყველაფერს იყენებს. მარჯვენა და მარცხენა ფეხი, თავი, მკერდი, მხარი და ასე შემდეგ.“

„როდესაც კარიერა დავასრულე, ჩემი ოჯახის წევრები შევკრიბე და ვუთხარი, რომ მწვრთნელობას ვაპირებდი, მათ გადაწყვეტილება მომიწონეს. ვიმედოვნებ, ახალ რანგში ისეთივე წარმატებული ვიქნები, როგორიც ფეხბურთელი გახლდით.“

„დიდი ზეწოლისქვეშ მიწევს მუშაობა, ჩემგან ყველა მაქსიმუმს ელის, მაგრამ არავინ ითვალისწინებს, რომ ახალბედა მწვრთნელი ვარ. ამასთანავე დიდი პასუხისმგელობა ავიღე და მადრიდული გიგანტი ჩავიბარე, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნებია. ვიმედოვნებ, გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხებ და მადრიდისტების საყვარელი სპეციალისტი გავხდები. ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ჩემი მშვენივრად ესმით.“

„როდესაც გუნდს იგებს, მწვრთნელი არ სჩანს, მაგრამ დამარცხების დროს ხშირად მასზე იწმენდენ ხელს. ეს ბუნებრივიცაა, დღევანდელ ფეხბურთში ტაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს ფიზიკურ კონდიციებზე, ვინაიდან ძალისხმიერი ორთაბრძოლების მოგება და შეხვედრაში ტემპის შენარჩუნება წარმატების საწინდარია.“

„ბედნიერი ვარ იმით, რომ შეგირდებს ჩემი დავალებების შესრულება პირნათლად შეუძლიათ, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. გუნდში ცოტა ხნის წინ მოვედი, მაგრამ ვეცადე, რომ მოთამაშეებს მალევე დავახლოვებოდი. მათი მონდომება, შემართება და დაუღლელი შრომა ნამდვილად დასაფასებელია. მჯერა, რომ ამ კოლექტივს ყველაფრის მოგება შეუძლია.“

„კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. არასდროს უნდა მოდუნდეს, თუ მეტოქეს საკუთარი თამაშის შემოთავაზების საშუალებას მისცემ, წარმატება გამორიცხულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 თებერვალი 2016
  • 7662
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)