ზიდანი:„ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„დიდი რწმენა გვაქვს, ვინაიდან საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ და მაქსიმუმს მიაღწიონ. გასვლაზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ ვეცდებით, რომ სწრაფი გოლი გავიტანოთ და მეტოქეს ჩვენი თამაში შევთავაზოთ.“

„მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მადრიდული გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ვინაიდან ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, ამისთვის მზადყოფნას ვაცხადებთ. „ბეტისთან“ მატჩის სტარტი ქაოსური გამოდგა და დავისაჯეთ კიდეც, აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღებით თამაში და თანმიმდევრობა გვმართებს.“

„ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა რა თქმა უნდა დიდ ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით მოთამაშეები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. სანამ მათამატიკური შანსი იარსებებს, ჩემი გუნდი იბრძოლებს. სხვაობა მართლაც დიდია, მაგრამ შანსი ნამდვილად არსებობს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ესპანეთის ჩემპიონატში გადაწყვეტილი არაფერია.“

„რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „რომას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვაპირებთ, რომ 1/4 ფინალში გავიდეთ. მე-11 თასის მოგება უმნიშვნელოვანესი იქნება. მზად ვართ, 3 დღეში ერთხელ ვითამაშოთ, ამის რესურსი კოლექტივს აქვს.“

„კრიშტიანო რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ. პორტუგალიელი ფეხბურთელის დაუღლელი შრომა, შემართება და მოტივაცია, მართლაც საოცარია. იმედი მაქვს, „შვიდიანი“ მსგავს ტემპში მუშაობას განაგრძობს და უამრავ გოლს გაიტანს. კრიშტიანო ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი შეგირდი გახლავთ.“

„რონალდუს 31 წელი შეუსრულდა. საფეხბურთო თვალსაზრისით ეს ასაკი პატარა არ არის, მაგრამ მისი ფიზიკური კონდიციები გვაძლევს საშუალებას, რომ თამამად ვთქვათ -„რონალდუს წლების მანძილზე შეუძლია საოცრებების ჩადენა“, ეს მოთამაშე მართლაც უნიკალურია.“

„ფეხბურთელებს სურთ, რომ ყველა შეხვედრაში წარმატებას მიაღწიონ და მაქსიმალური შედეგები დადონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სანახაობას. „ბლანკოსს“ საკუთარი ელფერი აქვს, რომელიც არასდროს უნდა დაკარგოს.“

„გუნდს უკვე 1 თვეა ვწვრთნი. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ჩემი ხედვები გავაცანი. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი ისე გაიგეს, როგორც მე მსურდა. ტოპ მოთამაშეები და პროფესიონალიზმით აღსავსე ფეხბურთელები მყავს, რაც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მსურს, ფეხბურთელებმა ყველაფერი მოიგონ, გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭონ და მსოფლიოს დაანახონ, რას წარმოადგენს მადრიდის „რეალი“, მისი მდიდარი ისტორიითა და ცნობადობით.“

„კარიმ ბენზემას შესრულებით კმაყოფილი ვარ. ფრანგ ფეხბურთელს ვენდობი და მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. რაც ყველაზე მთავარია, „ცხრიანი“ კოლექტივს იდეალურად ერწყმის.“

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს ვფლობდეთ ბურთს, ზეწოლას ნებისმიერ მომენტში ვაძლიერებდით და მატჩის სადავეები ხელიდან არასდროს გავუშვათ.“

„გარეთ ბეილი აღდგენით პროცესშია. შემეძლო, სრულად დამეტვირთა და ხვალინდელი მატჩისთვის განაცხადში შემეყვანა, მაგრამ ფრთხილი ტაქტიკა ავირჩიე. მირჩევნია, უელსელი მოთამაშე გვიან დაბრუნდეს და სრულფასოვნად შეეძლოს თამაში.“

„ნეიმარი საკუთარი იდეალური წარმოდგენებით გულშემატკივრებს აოცებს. ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ ბრაზილიელი ბრწყინვალე ფეხბურთელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2016
  • 6257
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)