ზიდანი:„ჩემი საფიქრალი ბევრი გოლის გატანაა“

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„ხამეს როდრიგესის პროგრესი აშკარაა, კოლუმბიელი ბევრს მუშაობს.“

„ვიმედოვნებ, გარეთ ბეილი მომდევნო კვირაში ჩვენთან ერთად იქნება და კოლექტივის დახმარებას შეძლებს. უელსელი ძალიან გვჭირდება.“

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. წინა ტურში მრავალი მცდელობის მიუხედავად 1 გოლზე მეტი ვერ გავიტანეთ და 2 ქულა გავანიავეთ. მთავარი ის არის, რომ კოლექტივი პროგრესირებს და მუდამ გამარჯვებაზე ფიქრობს.“

„როდრიგესს დიდი ნიჭი აქვს, მე მას მეტი უნივერსალურობა ვთხოვე. აუცილებელია, რომ ნახევარმხველმა კარგად ითამაშოს, როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში.“

„კარიმ ბენზემა ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ ვიცი, რომ მას კიდევ უფრო შეუძლია მომატება და მეტი გოლის გატანა. ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსისთვის“ დიდ ძალას წარმოადგენს.“

„მსაჯების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს.“

„ჩვენი მიზანი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანაა.“

„ლუკა მოდრიჩი გენიალური ფეხბურთელია, მისნაირი ჭკვიანი შეგირდის ყოლას ნებისმიერი სპეციალისტი ისურვებდა. ხორვატი ძალიან ნაყოფიერია.“

„ნეიმარი? მე მყავს შესანიშნავი კოლექტივი, ვისთან ერთად მუშაობაც ძალიან მიხარია.“

„კრიშტიანო რონალდუს მეტი მუშაობა ესაჭიროება, ის არასდროს ნებდება. ეჭვი არ მეპარება, გოლების მანქანა თავის სიტყვას იტყვის.“

„რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალი“ ზაფხულში აქტიურად ჩაებმება სატრანსფერო საკითხებში, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემიძლია იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც „მერენგების“ მაისურს მოირგებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 იანვარი 2016
  • 6239
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)