ზიდანი:„დანაკლისი სერიოზულია“

ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„სერხიო რამოსთან ვისაუბრეთ და ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღე, რის საფუძველზეც, ის მშობლიურ ქალაქში ჩვენთან ერთად არ იქნება, ვინაიდან რისკები მაინც არსებობს. კაპიტანმა სრული დატვირთვა მიიღო, თუმცა 100%-ით მზად არ არის.“

„ხამესი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. რატომ შევიდა მოედანზე ხესე? იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. კოლუმბიელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის, ის დამაკმაყოფილებელ კონდიციაში იმყოფება.“

„ჩემსა და ხამესს შორის დაძაბულობა არ არსებობს. ვერ გეტყვით, რატომ არის აჟიოტაჟი ატეხილი, მთავარი კი მაინც ის არის, რომ ფეხბურთელი სიმშვიდეს ინარჩუნებს და მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს.“

„მიხარია, რომ ნაჩო ფერნანდესმა „ნაპოლის“ უარი უთხრა და მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა. ესპანელი ფეხბურთელი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.“

„სტუმრად თამაში არასდროსაა იოლი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ფეხბურთელებს დავავალე, რომ პირველივე წუთებიდან შეუტიონ და მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე იფიქრონ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ვთამაშობთ, მთავარი გამარჯვებაა.“

„სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის დაყენება შემიძლია, კოლექტივში კი გაცილებით მეტი მყავს. ყველაზე მეტად მათზე ვფიქრობ, ვინც განაცხადს მიღმა რჩება, რათა უკეთეს კონდიციაში შევიდნენ და კოლექტივის დახმარება შეძლონ.“

„ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვხედავ, რომ გუნდი პროგრესირებს. მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი, მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მხოლოდ დადებით ასპექტებზე შემიძლია საუბარი.“

„მოხარული ვარ იმით, რაც კოლექტივში ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოთამაშეები ჩემ დავალებებს ზუსტად ისე ასრულებენ, როგორც მსურს.“

„მე ვხედავ ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ იხარჯება და ვინ არის უკეთეს ფორმაში. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ჭორებს კი ყურადღებას არ ვაქცევ, ვინაიდან ბევრი საქმე მაქვს.“

„დანაკლისი მართლაც დიდია, ვინაიდან სერხიოსთან ერთად კოლექტივს გარეთ ბეილიც ვერ დაეხმარება, მაგრამ უნდა ვეცადოთ და ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. გარეთს შემცვლელი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებს შანსი მიეცემათ, რომელიც უნდა გამოიყენონ.“

„რეალ „ბეტისში“ ცვლილებები მოხდა და მათ ქომაგებს დიდი მოლოდინი აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენი მისიით მივემგზავრებით.“

„მსურს, ჩემი მოთამაშეები ფიზიკურად კარგად იყვნენ მზად. დღითიდღე ვატოყობ, რომ პროგრესს ვაჩვენებთ, მომდევნო კვირაში კიდევ უფრო კარგ შედეგებს ველი.“

„4 ცენტრალური მცველი მყავს, კონკურენცია დიდია, მაგრამ მე უნდა ვეცადო, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 იანვარი 2016
  • 10426
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)