კარლოსი:„ვადასტურებ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“

რობერტო კარლოსმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


„ვადასტურებ, მადრიდის „რეალისგან“ შემოთავაზება მქონდა, ჩვენ ინტენსიური საუბრებით გარკვეულ შედეგებამდე მივედით. ალბათ, კვირის ბოლოს მეცოდინება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.“

„სპორტული დირექტორობა? ეს დიდი პატივია, მაგრამ ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობა მირჩევნია.“

„რაფაელ ბენიტესსა და მოთამაშეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა არ იყო, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, ზიდანი გასახდელში მბრძანებელი იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უდიდეს პატივისცემას გამოხატავს მოთამაშეების მიმართ.“

„მადრიდის „ატლეტიკოს“ სახით, „ბარსელონას“ და „რეალს“ დიდი კონკურენტი ჰყავს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, პირველობის შანსი დედაქალაქელებს ჯერ კიდევ აქვთ.“

„ზიდანმა ბეილს მეტი თავისუფლება მისცა, რაც პირველივე თამაშში ვიხილეთ. ვფიქრობ, ზიდანის კოლექტივიდან მომდევნო წლებში არაერთი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს.“

„კარვახალსა და დანილოს შორის ყოველთვის დიდი კონკურენცია იქნება. ჩემი თანამემამულე შესანიშნავად ადაპტირდა, მაგრამ „პორტუსა“ და „რეალის“ ფილოსოფია მნიშვნელოვნად განსხვავდება.“

„მადრიდის „რეალს“ დაცვაში 3 უდიდესი ფეხბურთელი ჰყავს. პეპესა და რამოსს ბრწყინვალედ ანაცვლებს რაფა ვარანი.“

„ვფიქრობ, მრავალი წელი გავა და კრიშტიანო კვლავაც შეინარჩუნებს ლიდერობას. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის 31 წელი არაფერია. ის 4-5 წლის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„მარსელო მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია, მისი დონის ფეხბურთელი დაცვის მარცხენა ფლანგზე არ არსებობს.“

„მესის ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ პელესა და მარადონას დონემდე მივიდეს.“

„ნეიმარი გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. ეჭვი არ მეპარება, მიდი დროც დადგება.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 იანვარი 2016
  • 5268
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)