ზიდანი:„რამოსის შეცვლა დისკომფორტმა განაპირობა“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან გახარებული ვარ, რადგან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ. მხოლოდ 3-4 მქონდა იმისთვის, რომ გუნდი მომემზადებინა.“

„ბევრი ვიფიქრე და ვიზრუნე იმისათვის, რომ დამაჯერებლად მოგვევო. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები პირწმინდად შეასრულეს და შედეგი სახეზეა. თითოეული შეგირდი ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა მაქსიმალურად გამოევლინა შესაძლებლობები.“

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას დიდი მადლობა გადავუხადო, მათი მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მთელი მატჩის მანძილზე ოვაციებით მამკობდნენ.“

„სერხიო რამოსის შეცვლა მისი დისკომფორტით იყო გამოწვეული. ესპანელმა ფეხბურთელმა თავად მთხოვა, რომ მეორე ნახევარში დამესვენებინა, რიკსები არ გვჭირდება. მომდევნო ტურებში კიდევ უფრო მოვუმატებთ და ვეცდებით, ხარისხი გავზარდოთ.“

„ჩვენ გვაქვს იმის დრო, რომ გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. მადრიდის „რეალში“ უდიდესი რესურსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება.“

„პირველი თამაშის მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. განწყობის ამაღლება რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მომატება გვმართება. კლუბი მუშაობას განაგრძობს და მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძოლებს.“

„5-0 თანაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც „დეპორტივოა“ ნამდვილად კარგ შედეგად ითვლება. სანჩესის გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება და დიდი მიზნები აქვს. დინამიური თამაში იყო, მთელი შეხვედრის მანძილზე ბალანსის შენარჩუნებას ვცდილობდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 დღიანი ვარჯიში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღო, ყველაფერი წინ გახლავთ.“

„ბეილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, უელსელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გარეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი. ბედნიერი ვარ, რომ შეტევაში ასეთი დონის ფეხბურთელი მყავს. 3 გოლის გატანა იოლი ნამდვილად არ არის.“

„ვინ ითამაშებს სასტარტოში ჩემი გადასაწყვეტია, გადაწყვეტილებას კი ვარჯიშების შემდეგ ვიღებ. ჩავთვალე, რომ უკეთესად მომზადებული ისკო იყო, აქედან გამომდინარე სასტარტოში სწორედ ის გამოვიყვანე, შემდეგ კი ხამეს როდრიგესს მივეცი შანსი. კოლუმბიელი ფეხბურთელი აქტიურად ჩაერთო და ნაყოფიერად ითამაშა. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში. მე მხოლოდ 11 ფეხბურთელის შერჩევა შემიძლია, კონკურენცია კი ძალიან დიდია.“

„გულშემატკივართა მსგავსი მხარდაჭერა მომდევნო პაექრობებშიც დაგვჭირდება. იმედს ის მაძლევს, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმის გაღებას ცდილობენ, ეს ასპექტი ყველაზე მნიშვნელოვანია.“

„ვფიქრობ, გარკვეულ კომპონენტებში უნდა დავიხვეწოთ, მაგრამ ეს დროის საკითხია. განსაკთრებით მინდა გამოვყო კონტრ-შეტევაზე სწრაფი გადასვლა, ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. ბურთი მოედნის ნახევარზე ნელა ადიოდა, სისწრაფე კი აუცილებელია.“

„გუნდის ფილოსოფია და მიზანი არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილან მოთამაშეები. შეიცვალა მხოლოდ მწვრთნელი, მე კი შეგირდებთან მეგობრობა მაკავშირებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2016
  • 6178
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)