ზიდანი:„მადრიდის „რეალის“ ქომაგებს მხარდაჭერას ვთხოვ“

ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდში შესანიშნავი განწყობაა. მე ვნახე საოცრად მონდომებული და მოტივირებული კოლექტივი, რომელიც მზად არის, რჩევა-დარიგებები მოისმინოს და მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძოლოს.“

„ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„ხამესი და ისკო გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ. ორივე ფეხბურთელს დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოვუხადე, მათ სიამოვნებთ ჩემთან მუშაობა, რაც ძალიან მახარებს. გუნდში 25 ფეხბურთელია, მოედანზე კი 11 გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მატჩს ვერცერთი შეგირდი ვერ ჩაატარებს.“

„გუნდი მუშაობაზეა ორიენტირებული და სურს, რომ არსებული ვითარება შეცვალოს. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო კონდიციაში შესვლას.“

„ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კონცენტრაციაა. მადრიდის „რეალმა“ უნდა გაითავისოს, რომ 90 წუთის მანძილზე დიდი ყურადღების გამოვლენაა საჭირო.“

„ლაკორუნიის „დეპორტივო“ არც ჩემთვისაა უცხო და არც ჩემი ფეხბურთელებისთვის. ამ გუნდს უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს. მიმდინარე სეზონში, ისინი სხარტ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ შესაბამისი რეაგირების გამოვლენა გვმართებს.“

„ძლიერი კოლექტივი მყავს. მაქსიმალური შედეგების დადება შეგვიძლია.“

„იანვრის თვეში დატვირთული განრიგი არ გვექნება და მატჩიდან მატჩამდე დაახლოებით ერთ კვირიან პაუზებს ავიღებთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკეთ მოვემზადოთ, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად. თებერვალში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი აიღებს სტარტს. ვფიქრობ, ამ დროისთვის კარგ ფორმაში ვიქნებით.“

„დაცვა? აუცილებელია, რომ უკანა ხაზმა ყურადღებით ითამაშოს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ ბურთი არ გაუშვას, მაგრამ თავდაცვის საუკეთესო საშუალება ბურთის კონტროლია. როდესაც შეხვედრა შენი კარნახით მიდის, ბურთის გაშვების შანსი მინიმუმდეა დაყვანილი.“

„მსურს, რომ სადებიუტო შეხვედრაში სანტიაგო ბერნაბეუ სრულიად სავსე იყოს. მივმართავ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს და ვთხოვ, რომ არ დაიზარონ და მხურვალედ დაგვიჭირონ მხარი.“

„ვერ გამოვყოფ ფეხბურთელებს, ვინაიდან ისინი ბოლომდე იხარჯებიან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. თითოეულ შეგირდს საკუთარი ფუნქცია აქვს.“

„ხვალ ინტენსიურ და კონცენტრირებულ თამაშს ველი. ფეხბურთელების თვალებში დიდ ენთუზიაზმს ვხედავ, რაც წარმატების საწინდარია.“

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან „რეალი“ ჩავიბარე. ვფიქრობ, მოთამაშეები ჩემგან მხოლოდ პატივისცემას იგრძნობენ.“

„ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ სიტყვასთან ყოველთვის ასოცირდება კლოდ მაკელელე, რომელიც „ბლანკოსში“ შეუცვლელი ფიგურა იყო. კლოდმა ბუცები ლურსმაზე ჩამოკიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს. ჩვენ გვყავს ის შეგირდები, რომლებიც თამაშს აბალანსებენ.“

„როდესაც მოთამაშეების კლასს ვუყურებ, ეჭვი ვერ შემაქვს იმაში, რომ სეზონის ბოლოს ტიტულს ვიზეიმებთ.“

„კრიშტიანოს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ის გუნდის უდავო ლიდერია, თუმცა ძირითადი მიზანი მაინც გუნდური სულისკვეთებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ერთობივი ძალებით შევეცდებით, რომ „შვიდიანი“ საუკეთესო ფორმაში შევიდეს და უამრავი ბურთი გაიტანოს.“

„არ ვიცი რა მოხდება „ბერნაბეუზე“, მაგრამ სტვენას ნამდვილად არ ველი. ვფიქრობ, ოვაციებით შეგვამკობენ.“

„ამ წუთს ისე გესაუბრებით, როგორც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მიმუშავია თანაშემწედ, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. კარლო ანჩელოტი გენიალური სპეციალისტია, რომელსაც ფეხბურთის მნიშვნელოვანი ასპექტები შესანიშნავად ესმის. იტალიელი დამრიგებელი საკუთარ მოთამაშეებთან მუდმივ კომუნიკაციას ამყარებდა და მათ პრობლემებს ითვალისწინებდა. ვფიქრობ, კარლიტო სანიმუშო „მესაჭე“ გახლდათ.“

„ბევრს ჰგონია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს. გამოწვევის მისაღებად მზად ვარ, სწორედ ამიტომ განვაცხადე თანხმობა.“

„კრიშტიანო არსად წასვლას არ გეგმავს, პორტუგალიელ ვარსკვლავთან ერთად გეგმებს ვაწყობ.“

„მოთამაშეს ყოველთვის შეუძლია პროგრესი აჩვენოს და გაუმჯობედეს. არ აქვს მნიშვნელობა ის 25 წლის არის, თუ 30-ის. მთავარი მონდომება და შრომაა.“

„ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა. დილით ადრე ვფიქრობდი, როგორ მევარჯიშებინა „კასტილია“ და რა სქემა შემემუშავებინა მომდევნო მატჩისთვის, საღამოს კი პრეზიდენმა მთავარი გუნდის მწვრთნელად წარმადგინა. ეს იყო ემოციებით სავსე და დატვირთული კვირა, თუმცა უკვე დავლაგდით და საქმეს შევუდექით.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2016
  • 7777
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)